კაფე, რომელიც ახალქალაქში, ჯივანის პარკში (ადგილობრივებისთვის ცნობილია როგორც მნდოს პარკი) უნდა გაიხსნას, ზაფხულის ბოლოს ან საუკეთესო შემთხვევაში შემოდგომის დასაწყისში გაიხსნება, მაგრამ ის ყველა სეზონზე იმუშავებს.
ჯივანის პარკის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები გასულ წელს დასრულდა. სკამების, განათებისა და საბავშვო მოედნის გარდა, აქ ხის შენობა გაჩნდა, რომელშიც წელს ზაფხულში კაფე უნდა ემუშავა. თუმცა, კაფეს შენობის იჯარის ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გაფორმდა.
ჯივანის პარკში არის მაგიდები, კაფე ხისგანა, არის წყალი და გაზი. ქალაქში დიდი საჭიროებაა კაფე, სადაც გასართობი ადგილები არ არის. ჯერ კიდევ 24 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ჯივანის პარკში მდებარე კაფეს პირველადი ქირის საკითხიც განიხილეს. მუნიციპალიტეტმა კაფეს ფუნქციონირებისთვის წლიური ქირის საწყისი ოდენობა დაადგინა – 2817 ლარი.
22 აგვისტოს, საკრებულოს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ეს თანხა განიხილეს და შეთანხმდნენ. თუმცა, ზაფხული უკვე მთავრდება და პარკში კაფე ჯერ არ არის გახსნილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსის, მნაცაკან ფამბუხჩიანის განცხადებით, იჯარის საკითხი მოგვარებულია. ახალი მოიჯარე წყვეტს როდის გახსნას კაფე.
„ყველაფერი გაკეთებულია, ყველა საკითხი მოგვარებულია. ხელშეკრულება გაფორმებულია. მას რჩება ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოს და მუშაობა დაიწყოს. მე ველაპარაკე, მითხრა, რაღაც შეუკეთა, ელოდება“, – ამბობს მნაცაკან ფამბუხჩიანი.
მოიჯარე არტურ მანასიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და პარკში ახალქალაქისთვის რაღაც უჩვეულოა მოსალოდნელი, ასევე, რომ სიცივის მიუხედავად კაფე მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.
„ბაღში თაღები იქნება, ამ თაღებში კი სინათლე იქნება , კუპეს ჰგავს, მაგრამ გამჭვირვალე. მოსახლეობას შეუძლია იქ ყავის დალევა და ნაყინის მირთმევა. იქნება 7 თაღი. თვენახევარში ეს თაღები ჩინეთიდან უნდა ჩამოტანილიყო. თუმცა, იქნებ მანამდე გავხსნათ. ამ თაღებით მუშაობას ზამთარშიც შევძლებთ. კანალიზაციასთან და წყალთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარებულია“, – ამბობს არტურ მანასიანი.