ქალაქ ახალქალაქში წყალმომარაგების მილების წნევა სარწყავ სეზონთან ერთად დაეცა. ყველა სახლში წყალი მცირე ნაკადით მოედინება, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც წყალმომარაგების სისტემის პრობლემები არსებობს, წნევა იმდენად დაეცა, რომ ტუმბიების გამოყენების შემთხვევაშიც კი ვერ სარგებლობენ ცხელი წყლით, ერთ-ერთი ასეთი სახლია ყოფილი სამხედრო ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსი, №488.

უკვე ერთი თვეა, რაც ახალქალაქში №488 კორპუსის მცხოვრებლები ყოფაცხოვრებაში წყლით სარგებლობით ძალიან შეზღუდულები არიან. რაც უფრო მაღალია სართული, მით უფრო ძლიერია პრობლემა. პირველ სართულებზე ძალიან მცირე ნაკადით მოედინება, მაგრამ წყლის გამათბობელების გამოყენება გამოყენება შეუძლებელია, ტუმბოს გამოყენების შემთხვევაშიც კი, ხოლო ბოლო სართულებზე წყალი დღის უმეტეს ნაწილში ტუმბოს გარეშე ვერც კი აღწევს.

წყლის რესურსებით მდიდარ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თითქოსდა წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს, თუმცა ზამთრისა და ზაფხულის თვეებში ახალქალაქის მოსახლეობას, ასევე ბევრ სოფელში წყალი ზოგს არ მიეწოდება იმის გამო, რომ სხვები სასმელ წყალს ბაღებისა და ბოსტნების სარწყავად იყენებენ, ზოგან კი მინდვრების სარწყავადაც კი. წყლის უკმარისობას განსაკუთრებით ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლები გრძნობენ.

ყოფილ სამხედრო ქალაქში №488 კორპუსში წყლის ნაკადი ისედაც დაბალი იყო. ორი წლის წინ, მეზობელი კორპუსის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, №488 კორპუსის მცხოვრებლების წყლის ნაკადი მკვეთრად დაეცა. კორპუსის მოსახლეობის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვოსცენტრისთვის მრავალრიცხოვანმა საჩივრებმა შედეგი არ გამოიღო.

ახალქალაქის სერვის-ცენტრიდან ამბობენ, რომ წყლის გამოეყენბა გაიზარდა, ამიტომ საკმარისი წყალი არ არის. ასევე მომხმარებლების ნუგეშის მიზნით ამბობენ, რომ ქალაქის მთლიანი წყალმომარაგების სისტემა განახლდება და ყველაფერი მოწესრიგდება.

Jnews-მა გაერთიანებული წყალმომარაგების პრეს-სამსახურს დაურეკა, საიდანაც გვიპასუხეს შემდეგი.

„ჩვენ ახალქალაქის ოფისს დავუკავშირდით, გვიპასუხეს, რომ მომსახურების სამსახურში პრობლემა არ არსებობს,. სხვა ადგილებში ბევრ წყალს იყენებენ, ამიტომ ქალაქის წყალი შემცირდა“.