რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქის შესასვლელში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ, სკვერის მშენებლობა დაიწყო.
პარკის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი ინდმეწარმე არტურ პეტროსიანმა 154 369,69 ლარის ოდენობით მოიგო.
სამუშაოს განმახორციელებელი ინდმეწარმის, არტურ პეტროსიანის თქმით, სამუშაო სამი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
„ამჟამად მიწის სამუშაოებს ვაწარმოებთ, შემდეგ ეტაპობრივად დანარჩენ სამუშაოებს შევასრულებთ. უნდა გავაკეთოთ ღობე, ტროტუარი და ა.შ.“, – გვაცნობა შემსრულებელმა.
სკვერში დამონტაჟდება სკამები, ასევე გაყვანილი იქნება ღამის განათება.
„თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, როცა გათხრა, გზის გაყვანა დავუწყეთ, ხუთ დღეში ძლივს შევასრულეთ, დღეს არ ვმუშაობთ, რადგან ტრაქტორი გაფუჭდა, ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, – დაამატა არტურ პეტროსიანმა.