ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე სკვერების კეთილმოწყობაზე სამი ტენდერი გამოაქვეყნა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მუნიციპალური ხელისუფლება ყურადღებას აქცევს ქალაქში დასასვენებელი ზონების განვითარებას. ამგვარად, გასული წლის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკვერს, წელს კი კიდევ რამდენიმე სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება.

ჩარენცის N42-ში მდებარე N3 საბავშვო ბაღის მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობის ტენდერი გამოცხადდა, საწყისი ფასი 262 120 ლარს შეადგენს. განაცხადების მიღება 15 ივლისს დასრულდება.

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

ახალციხიდან ქალაქის შესასვლელთან შოთა რუსთაველის ძეგლთან სკვერის მშენებლობა 168 004 ლარის ოდენობით იგეგმება. შეთავასებების მიღება 15 ივლისს დასრულდება.

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

ასევე, მოსალოდნელია სარგსიანის ქუჩაზე აშუღ ავასის ძეგლთან 328 056 ლარის ღირებულების სკვერის კეთილმოწყობა. შეთავაზებების მიღება 15 ივლისს დასრულდება.

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

მე-3 საბავშვო ბაღთან და სარგსიანის ქუჩაზე არსებულ სკვერებში სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობა იგეგმება. ყველა  სკვერში განათება, გამწვანება და სკამების დამონტაჟება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამ სამი სკვერისა, წელს კიდევ ორის კეთილმოწყობა იგეგმება – ყოფილ №15 სამხედრო ქალაქში და №5 საჯარო სკოლასთან.

თუმცა, ჯერ კიდევ არის არსებული სკვერების მოვლასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, ჯივანის პარკში სკამები და ნათურები უკვე დამტვრეულია.