„ჯავახეთის ხმა“ სიმღერის კონკურს-ფესტივალის ფინალურ ეტაპზე 17 მონაწილე გავიდა. ფინალისტები შემოდგომაზე სომხეთში გამართულ გალა კონცერტზე წარდგებიან. პროექტში მონაწილეობა მიიღეს 6-დან 30 წლამდე შემსრულებლებმა.
ფინალურ ეტაპზე უმცროსი ასაკობრივი ჯგუფიდან 7 მონაწილე გავიდა, უფროსი ასაკობრივი ჯგუფიდან 10 მონაწილე.
„ჯავახეთის ხმა“ სიმღერის კონკურს-ფესტივალის პირველ ეტაპზე ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ასპინძისა და წალკის რეგიონებიდან 150-მდე შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. 150 მონაწილედან მეორე ტურში 39 შემსრულებელი გავიდა, შემდეგ 39 მონაწილიდან 17 ფინალში გავიდა. გამარჯვებულები გალა კონცერტზე გამოვლინდებიან, ხოლო ერთი მონაწილე მიიღებს „გრან-პრის” და „ჯავახეთის ხმის“ 2024 წლის გამარჯვებულად იქნება აღიარებული.
აღვნიშნავთ, რომ გალა კონცერტამდე ფინალში გასული მონაწილეების გამოსველბი „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის Instagram და Facebook გბერდებზე გამოქვეყნდება. ონლაინ პლატფორმაზე გამარჯვებული შემსრულებელი მიიღებს ფონდის სპეციალურ პრიზს, როგორც მონაწილეს, რომელმაც მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა.
„ჯავახეთის ხმის“ შეფასების კომისიის თავმჯდომარეა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საოპერო მომღერალი ალექსანდრე თამაზოვი. ჟიურის სხვა წევრები არიან: ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული დოცენტი, პიანისტი კარენ ანანიანი, ოპერის მომღერალი, საიათ-ნოვას მუსიკალური სკოლის მასწავლებელი შუშანიკ ჰოვანესიანი, პოპულარული ჯავახი მომღერალი არმენ მკოიანი, „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრი, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი ჰოვანეს მუტაფიანი და დიზაინერი, ჟურნალისტი გაიანე მანუკიანი.
აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდი სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან და მავრ მკრტჩიანთან თანამშრომლობით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიების მხარდაჭერით ახორციელებს.