12 ივლისს შემდგარი „ჯავახეთის ხმა“ სიმღერის კონკურს-ფესტივალის პირველი ტურის შედეგები გახდა ცნობილი. ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ასპინძისა და წალკის რაიონების 150 მონაწილიდან მომდევნო ეტაპზე გადავიდა 40, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს.
პროექტის მეორე ეტაპი 27 ივლისს 15:30 საათზე ახალქალაქის კულტურის სახლში გაიმართება, მაყურებლის სახით ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
პროექტის ჟიურის წევრები არიან კომისასის სახელობის ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ოპერის მომღერალი ალექსანდრ თამაზოვი, პიანისტი, კომპოზიტორი, კომიტასის სახელობის ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი კარენ ანანიანი, ოპერის მომღერალი, საიათ-ნოვას მუსიკალური სკოლის ხელმძღვანელი შუშანიკ ოვანისიანი, ჯავახეთის პოპულარული მომღერალი არმენ მკოიანი და „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის საბჭოს რწმუნებული წევრი, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი ოგანეს მუტაფიანი.
მეორე ტურის მოსმენის შემდეგ ჩატარდება გალა-კონცერტი, რომელიც წელს ერევანში გაიმართება. აღვნიშნავთ, რომ პროექტის გამარჯვებულები მიიღებს პრიზებსა და ფულად ჯილდოს.
პროგრამა „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის მიერ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მავრ მკრტჩიანთან თანამშრომლობით, საქართველოში სომხეთის საელჩოს, ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიების მხარდაჭერით ხორციელდება.