ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალციხესა და წალკაში „ჯავახეთის ხმა“ სიმღერის კონკურს-ფესტივალი იწყება. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ 30 ივნისამდე.

პროგრამას „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდი სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მავრ მკრტჩიანის თანამშრომლობით საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.

„ჯავახეთის ხმა“ სიმღერის კონკურს-ფესტივალში მონაწილეობის განაცხადის შეტანა შეუძლიათ 6-დან 30 წლამდე პირებს, რომლებსაც უყვართ სიმღერა და დიდ სცენაზე გასვლაზე ოცნებობენ.

მონაწილეებს დაუვიწყარი გამოსვლები, პროფესიონალებთან მუშაობა, მეგობრული ატმოსფერო და ახალი ნაცნობები ელოდებათ, ხოლო ყველაზე მთავარი — მუსიკალურ სცენაზე გასვლის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე-გამარჯვებულები პრიზებს და ფულად ჯოლდოს მიიღებენ.

რეგისტრაციის ბოლო ვადა — 30 ივნისი, დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე. კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე +995 57 92 52 494.