12 ივლისს, ახალქალაქის „არმატის“ ცენტრში სიმღერის კონკურს-ფესტივალის „ჯავახეთის ხმის“ პირველი ეტაპი გაიმართა. ჟიურის წევრებმა ახალქალაქის, ახალციხისა და ასპინძის რეგიონებიდან დაახლოებით 70 მონაწილეს მოუსმინეს. ხვალ ნინოწმინდისა და წალკის მონაწილეთა შესარჩევი ეტაპი გაიმართება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი სულ 150-მა მონაწილემ შეიტანა.

2
პროექტის ჟიურიში შედიოდნენ ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის პრეზიდენტი – პედაგოგი, პროფესორი, ოპერის მომღერალი ალექსანდრე თამაზოვი, ცნობილი არქიტექტორი ჰოვანეს მუტაფიანი, პიანისტი, კომპოზიტორი, “Erg Ergots” მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელი კარენ ანანიანი, კლასიკური მომღერალი, საიათ-ნოვას მუსიკალური სკოლის ხელმძღვანელი შუშანიკ ოგანესიანი და მომღერალი არმენ მკოიანი.

12

„ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამველ მკოიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ფონდის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება სამცხე-ჯავახეთის კულტურული ცხოვრების გააქტიურებაა.

„სამცხე-ჯავახეთის კულტურული ცხოვრების გააქტიურება – ჩვენი მთავარი მისიაა. ვაწყობთ სახვითი ხელოვნებისა და სიმღერის ფესტივალებს, სხვადასხვა კულტურულ პროექტებს, რომელთაგან ყველაზე დიდი მუზეუმების მშენებლობაა, მათ შორის ვაჰან ტერიანის და აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმი. დღეს „ჯავახეთის ხმა” სიმღერის კონკურს-ფესტივალს ვატარებთ, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის ყველა რეგიონის სომხები და ქართველები მონაწილეობენ“, – თქვა სამველ მკოიანმა.

სიმღერის კონკურს-ფესტივალი „ჯავახეთის ხმა“ იწყება

პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპის მოსმენები ორ დღეს გაგრძელდება, მეორე ეტაპის აუდიენციები კი ივლისის ბოლოს გაიმართება, რასაც გალა კონცერტი მოჰყვება, რომელიც წელს ერევანში გაიმართება. თუ პროექტი წარმატებული და თანმიმდევრული იქნება, მომავალ წელს ორგანიზატორები გალა კონცერტის ჩატარებას თბილისში აპირებენ.

3
პროგრამას „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდი სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან და მავრ მკრტჩიანთან თანამშრომლობით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიების მხარდაჭერით ახორციელებს.

5

„ჯავახეთის ხმა“ სიმღერის კონკურს-ფესტივალის ჩატარების იდეის ავტორმა და შემსრულებელმა მავრ მკრტჩიანმა თქვა:

„ჩემთვის პრიორიტეტულია ყველი პროექტი, რომელიც კულტურის განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაზეა მიმართული. დიდხანს ვიფიქრე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა გარკვეულწილად, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე, რომ რაიმე პროექტი გაგვეკეთებინა ჩვენი ნიჭიერი ბავშვებისთვის. ჩემდა საბედნიეროდ, როცა სამველ მკოიანს ეს იდეა გავუზიარე, მას ძალიან მოეწონა და გადავწყვიტეთ მისი განხორციელება. აჟიოტაჟი, რომელსაც ახლა ვხედავ, არის ამ პროექტის ნამდვილი შეფასება. ”

ხვალ, 13 ივლისს, ნინოწმინდისა და წალკის მონაწილეთა პირველი შესარჩევი ეტაპი გაიმართება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და ფულადი ჯილდოებით.