ქალაქის №1 ყოფილ სამხედრო დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი შეკეთებას საჭიროებს

ქალაქის №1 ყოფილ სამხედრო დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი შეკეთებას საჭიროებს

ახალქალაქს №1 ყოფილ სამხედრო დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი დიდი ხანია სავალალო მდგომარეობაშია. ხიდის ცალკეულ მონაკვეთებზე დაზიანებულია კიბეები, გაძნელებულია საბავშვო ეტლებისთვის განკუთვნილი გასასვლელებით სარგებლობა, ხოლო რკინის ნაწილები ზოგ ადგილას მოშვებულია და მოძრაობს. ადგილობრივები პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხიდი შეკეთებას საჭიროებს, თუმცა აქამდე სათანადო ყურადღება არ მიქცევია.

№1 ყოფილი სამხედრო დასახლების მცხოვრებთათვის ეს ხიდი ქალაქთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გადასასვლელია. ყოველდღიურად აქ ადამიანები გადიან, მათ შორის ბავშვები, ხანდაზმულები და მშობლები საბავშვო ეტლებით. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მონაკვეთი სწორედ საბავშვო ეტლების გადასაადგილებლად განკუთვნილი ადგილია.

most2

„გოროდოკის“ მაცხოვრებელმა არტაკ დემურჩიანმა Jnews-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ხიდი დიდი ხანია შეკეთებას საჭიროებს, თუმცა მერიის მხრიდან ყურადღებას არ იქცევს.

„თავადაც შეგიძლიათ ნახოთ, ხიდის კიბეები შეკეთებას საჭიროებს. ზოგიერთი საფეხური დაშლილია, ხოლო რკინის საფარი ადგილ-ადგილ მოშვებულია და მოძრაობს. საბავშვო ეტლების გადაყვანა შეუძლებელია, მე თვითონ არაერთხელ დავეხმარე დედებს; წარმოიდგინეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა. ყველაზე დასანანი ის ფაქტია, რომ ასეთ მდგომარეობაში აქ მოპედებით გადადიან, რაც კიდევ უფრო აუარესებს ხიდის მდგომარეობას. კონტროლი არ არსებობს“, – გამოთქვა თავისი უკმაყოფილება არტაკ დემურჩიანმა.

most4

„ხიდით ყოველდღიურად სარგებლობენ ადამიანები. ეს არის გზა, რომელიც ქალაქსა და „გოროდოკს“ აკავშირებს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მის მდგომარეობას ყურადღება უნდა მიექცეს. თუ ახლა ის ასეთ მდგომარეობაშია, ზამთარში, ყინვის, თოვლისა და ლიპყინულის დროს, მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს“, – აღნიშნა არტაკ დემურჭიანმა.

most1

ამ საკითხთან დაკავშირებით Jnews-ი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსესიანის ესაუბრა.

„ხიდის პრობლემის შესახებ, სინამდვილეში, საქმის კურსში ვართ. ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა მსუბუქ შეკეთებით სამუშაოებს აუცილებლად ჩავატარებთ. უახლოეს დღეებში მივხედავთ ამ საკითხს“, – განაცხადა არა მოვსესიანმა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე