5-დან 6 ივლისამდე ერევნის „დინამოს” სპორტდარბაზში K1 კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც სოფელ დადეშის გუნდიდან 5 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებიც სამი გამარჯვებული ქამრით დაბრუნდნენ.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა საქართველოდან, ირანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ლატვიიდან.
პროფესიონალური ქამრისთვის ოთხი სპორტსმენი იბრძოდა, ერთი კი სამოყვარულო. დაუმთავრებელი დარჩა ერთ-ერთი ბრძოლა – რობერტ აპოიანის ბრძოლა, ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო და ექიმმა ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
კარაპეტ დალოღლანიანმა სამოყვარულო ბრძოლაში მე-2 ადგილი დაიკავა. ქამარი ტექნიკური ნოკაუტით მოიგო ალბერტ ჰარუთუნიანმა, კიდევ ორი ქამარი მოიპოვეს ზოჰრაბ ჰარუთუნიანმა და ანდრანიკ თუმასიანმა.
მათი ტრენერი ანდრანიკ აბელიანი მადლობას უხდის ყველას, ვინც მათ მხარი დაუჭირა, განსაკუთრებით კი რუსეთში მცხოვრებ სოფლის მკვიდრ ქველმოქმედებს.