2024 წლის 1 ივნისიდან საქართველო ტურისტებისთვის სამედიცინო დაზღვევის მოთხოვნას ამკაცრებს, კანონის თანახმად საზღვარზე ყველამ უნდა წარადგინოს სამედიცინო დაზღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლა აკრძალული იქნება.
სამედიცინო დაზღვევისგან თავისუფლდებიან ის ადამიანები, ვისაც მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს, ასევე ორმაგი მოქალაქეობა.
საქართველოს საპატრული პოლიციიდან JNEWS-ს აცნობეს შემდეგი:
„სამედიცინო დაზღვევა სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთის მუდამ აუცილებელი იყო, მაგრამ 1 ივნისიდან კანონის ეს პუნქტი, რომელიც სამედიცინო დაზღვევას მოითხოვს, კიდევ უფრო გამკაცრდება. სამედიცინო დაზღვევა საზღვარზე ყველა ტურისტისთვის იქნება აუცილებელი. დაზღვევა არ მოეთხოვებათ საქართველოში შემოსულ იმ პირებს, ვისაც მუდმივი ან დროებითი ბინადრობა ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს„.
იმ შემთხვევაში, თუკი პირი საზღვარზე სამედიცინო დაზღვევას არ წარადგენს, საზღვარს ვერ გადაკვეთავს.
აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია აქტიურად გავრცელდა სომხეთში. შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-მოადგილემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც, ძირითადად, ნათქვამია:
„მედიის წარმომადგენლებისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ცნობისთვის:
საქართველოში შესული ტურისტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების საკითხი საქართველოს კომპეტენტურ უწყებებთან განიხილებოდა. ამჟამად კანონის რეალიზაციის ვადებთან დაკავშირებით მკაფიო გრაფიკი არ არის. ამონაბეჭდში ცირკულირებული ვადა, 1 ივნისი, დადასტურებული არ არის, უფრო გვიანი თარიღები განიხილება. საქართველოს ხელისუფლება პროცესისა და დეტალების შესახებ სომხეთის კომპეტენტურ ორგანოებს ოფიციალურად წინასწარ აცნობებს, რათა დროულად გავაფრთხილოთ სომხეთის მოქალაქეები“.
ხოლო საპატრულო პოლიციიდან დღეს JNEWS-ს დაუდასტურეს, რომ 1 ივნისიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო გახდება.
სავალდებულო სამედიცინო დაზღვევვის მოთხოვნა „ტურიზმისა და დასვენების ზონების შესახებ“ განახლებულ კანონში წერია. საქართველოს პარლამენტმა ის 2023 წლის ბოლოს მიიღო.