2022 წლის აგვისტოდან მაშტოც-აზნაურის ქუჩების გზაჯვარედინზე შუქნიშანი არ მუშაობს. 2023 წელს გამოიყო თანხა და მის გარემონტებაზე ორჯერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, თუმცა მონაწილეთა არასებობის გამო ტენდერი არ შედგა. ახლა მერიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შუქნიშანთან დაკავშირებულ სამუშაოებს შეასრულებს.
მძღოლები უკვე მიჩვეულები არიან იმ სიტუაციას, რომ ამ ქუჩაზე შუქნიშანი არ არის, თუმცა აღნიშნავენ, რომ არამუშა შუქნიშანი ხშირად უშლით ხელს, როცა ერთმანეთისთვის გზის დათმობა არ უნდათ.
ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი დარწმუნებით აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე ნაპოვნია კომპანია, რომელთანაც ყოველწლიურად შეუძლიათ ხელშეკრულების გაფორმება ამ სამუშაოების შესასრულებლად.
„ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება კონკრეტულ კომპანიასთან, კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია. რაღაც პერიოდის უკან სურდათ ჩამოსვლა, მაგრამ ამინდის პირობებმა ამის საშუალება არ მისცა, მაგრამ მაშინ თავიანთი სპეციალისტები გამოგზავნეს. მათ ტექნიკური პრობლემების შესახებ იციან. ჩვენი კონტრაქტი ერთწლიანია, ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილი თანხის ფარგლებში ნებისმიერ შქმენილ დანახარჯს დაფარავენ. თანხა შეიცვალა, არ მინდა შევცდე, მაგრამ სადღაც 9000 ლარია, პირდაპირი შეტანხმების გაფორმების უფლება გვაქვს 10000 ლარამდე. თუმცა, თუ, მაგალითად, მთლიანი შუქნიშნის შეცვლაა საჭირო, მაშინ ცალკე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება, ამ თანხასთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – თქვა მერმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარში შუქნიშნების ორწლიან მომსახურებაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელიც, ისევე როგორც მეორეჯერ, მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა.
მაშტოც-აზნაურის გზაჯვარედინზე შუქნიშანი წელიწადზე მეტია არ მუშაობს