11-12 მაისს №3 საჯარო სკოლაში სომხური ხალხური ცეკვების მასტერკლასი გაიმართა, სადაც ქორეოგრაფიული ანსამბლი „მურჯი“ ვარჯიშობს.
მასტერკლასს სომხეთის რესპუბლიკის ქორეოგრაფიული ხელოვნების საერთაშორისო და ეროვნული საბჭოს წევრი, ხელოვნებისა და კულტურის სამინისტროს ოქროს მედლის მფლობელი, პროფესიონალი ქორეოგრაფი, მოცეკვავე, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და ანსამბლ „ნაზანის” დირექტორი არტურ გრიგორიანი უძღვებოდა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ანსამბლ „ჯავახკის“, „მურჯის“, „ვაჩიანის“, „კარინის“ და სხვა ანსამბლების მოცეკვავეები იმყოფებოდნენ.