თბილისის „დინამოს” წარმომადგენლები 9 მაისს, მონიტორიგის მიზნით ახალქალაქში ჩამოვიდნენ. ჯავახეთში პროგრამის კოორდინატორმა გოჩა ჩიქოვანმა ვარჯიშს შეხედა და მოსწავლეების პროგრესი შეაფასა.
მიმდინარე წლის 1 მარტს ახალქალაქში „დინამო თბილისის” ერთობლივი პროგრამით ვარჯიში დაიწყო. კლუბის წარმომადგენლები ახალქალაქში ვარჯიშის პროცესისა და ბავშვების შედეგების შესაფასებლად მესამედ ჩამოდიან.
„ჩვენ საკუთარი პროგრამა გვაქვს და ჩვენ ვუყურებთ, როგორ შესრულდა ეს პროგრამა. ახალქალაქში უბრალოდ კარგად კი არა, ძალიან კარგად მუშაობს პროგრამა, ტრენერევი კარგი ბიჭები არიან, კარგად დადგმული ვარჯიშები აქვთ, კარგად ავარჯიშებენ”,- კომენტარი გააკეთა ყოფილმა ტრენერმა და აღნიშნული პროგრამის კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში გოჩა ჩიქოვანმა.
მან აღნიშნა, რომ ბავშვებს პროგრესი უკვე აქვთ.
„ის, რასაც გუშინ აკეთებდნენ, დღეს უკეთესად აკეთებენ, უფრო კარგი იქნება ხვალ. ახლა სათქმელად რთულია, ვინ მოხვდება დიდ ფეხბურთში, მაგრამ ვფიქრობ ბავშვები იქნებიან”,- თქვა ჩიქოვანმა.
მან მერიას პროგრამის დაფინანსებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დინამოს კლუბმა რეგიონებში მსგავსი პროგრამების გახსნა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მერია ამ ბავშვებს ეხმარება. ყყველას არ აქვს ფული, 100-200 ლარი ფეხბურთზე დასასწრებად. ჩვენ ვეხმარებით ტექნიკით, პროგრამით და ა.შ. ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივად გამოგვივა”,- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 23 თებერვალს ახალქალაქის სპორტულმა სკოლამ გააფორმა კონტრაქტი თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოსთან“ თბილისის საფეხბურთო სკოლა „დინამოს“ დირექტორის ლევან გვანცელაძის სახით. ახალქალაქის სპორტსკოლაში უკვე ორი ჯგუფი შეიქმნა. ერთ ჯგუფში ბავშვები 9-10 წლის არიან, ხოლო მეორეში – 11-12 წლის.
პროექტის მიზანია 6-12 წლის ასაკის 32 ახალგაზრდა ფეხბურთელის პროფესიული მომზადება.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ღირებულება წელიწადში 9600 ლარია.
ამ ხელშეკრულების 50%-ის დაფინანსება ახალქალაქის მერიამ საკუთარ თავზე აიღო, 50%-ს გადაიხდიან ახალგაზრდული ფეხბურთელები, თვეში 15 ლარს.
8-9-10 თებერვალს კლუბმა „დინამო თბილისმა“ თბილისში ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ჩაატარა. ახალქალაქიდან გადამზადებაში მონაწილეობდნენ ახალქალაქის სპორტული სკოლის ტრენერები რევაზ მეტრეველი და არამ სუკიასიანი.
აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში „დინამოს” კლუბი ვალდებულია: