ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმში , რომელშიც სერიოზული რემობტი არ ჩატარებული, სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ტარდებოდა ნაწილობრივი, ფრაგმენტული რემონტი, ის არ ატარებდა სისტემატურ ხასიათს.

ვაჰან ტერიანის მუზეუმი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მდებარეობს. ერთი შეხედვით შესამჩნევად თვალშისაცემია მუზეუმის მიტოვებული მდგომარეობა: ნესტიანი, დამპალი მორები, ჩამოწეული ჭერი, გაცვეთილი ნახატები…

სულ რამდენიმე დღის წინ, 3 მაისს ერევანში საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელიც ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის აღდგენას ეძღვდებოდა. „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდმა მხარდამჭერები ერთ ჭერქვეშ შეკრიბა, რათა ფონდის 10 წლიანი მუშაობა შეაჯამოს, დააფიქსიროს შედეგები და ორგანიზება გაუკეთოს ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის აღდგენისთვის სახსრების შეგროვებას.

Jnews-თან საუბარში „ჯავახეთის ხელშეწყობის“ ფონდის დირექტორმა სამველ მკოიანმა თქვა შემდეგი:

„ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა. ვიმედოვნებთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, ტერიანის 140 წლის იუბილის დღისათვის, მშენებლობას მთლიანად დავასრულებთ. ამ დროისთვის პროექტისთვის საჭირო თანხის ნახევარზე მეტი შეგროვდა, მაგრამ თანხების მოძიება გრძელდება, ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვან საქმეში. განსაკუთრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლის დასაწყისში სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმს, სადაც კონკრეტულად წერია, რომ ორი ქვეყანა განიხილავს ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის მემორიალური ნაწილის აღდგენის შესაძლებლობებს სოფელ განძაში. არის დადებითი სიგნალები, რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობებიც შეუერთდნენ ამ ინიციატივას“.

2019 წელს „ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდმა დიდი პოეტის სახლ-მუზეუმის ინიცირება და რესტავრაცია მოახდინა. 2021 წელს საგამოფენო დარბაზის რესტავრაცია და მოდერნიზება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მოხდა. მეორე ეტაპზე სახლ-მუზეუმის სრული აღდგენა იგეგმება.

დღევანდელი მონაცემებით, ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის აღდგენისთვის შემოწირულობები და დაპირებული შენატანები დაახლოებით 162 ათასი აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო მთელი პროექტის ბიუჯეტი $300 000 შეადგენს ამიტომ სახსრების შეგროვება ჯერ კიდევ გრძელდება. “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდი მოგიწოდებთ შეუერთდეთ ამ მნიშვნელოვან ინიციატივას.

ერევანში ფონდის შეგროვების ღონისძიებას ესწრებოდნენ მეწარმეები, კულტურის მოღვაწეები, პოლიტიკოსები და ფონდის სხვა მხარდამჭერები სომხეთიდან, საქართველოდან და რუსეთიდან.