1 აგვისტოს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში, დიდი სომეხი პოეტი-ლირიკოსის, ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის განახლებული საგამოფენო დარბაზის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

DSC_2263

2020 წელს, განძაში “ტერიანის დღის” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდიდან განაცხადეს, რომ პოეტის სახლ-მუზეუმში სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებენ. 1 აგვისტოს კი მისწრაფება რეალობად იქცა. “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდის ინიციატივას  ბევრმა ორგანიზაციამ და პიროვნებამ დაუჭირა მხარი: “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდი, ZRDA ACTIVITY IN GEORGIA, ნინოწმინდის მერია, სოს საჰაკიანი, ვაგარშაკ ფილოსანი, ოგანეს ოგანესანიანი, პავლიკ მარგარიანი, ტაჩატ ვარდაპეტიანი, არმენ მკოიანი, არმენ გარსლიანი, არარატ ანტონიანი, აზიბეკ საარიანი, გრიგორი ტაშჩიანი, გრიგორ კეტციანი, გევორგ ემინ-ტერიანი, დავით მკოიანი, თუმას ჩივჩიანი, ჰამლეტ შახბეკიანი, ჰასმიკ სარგსიანი, პარუირ პალიანი, რაფიკ ისრაელიანი, სამველ მკოიანი, ვაგარშაკ მეროიანი და სხვები.

სამდონიანი საგამოფენო დარბაზის გახსნას, რომელიც თანამედროვე დიზაინით გააწყვეს, სომხეთიდან და საქართველოდან ბევრი სტუმარი ესწრებოდა: ლიტერატურათმცოდნეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები, მომღერლები და უბრალოდ ვაჰან ტერიანის შემოქმედების თაყვანისმცემლები.

DSC_2312

სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილემ, არაიკ ხზმალიანმა განაცხადა:

„ახალგაზრდა, კულტურული თაობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტერიანის ნამუშევრები თანამედროვე ვარიაციებით წარმოვადგინოთ.  კულტურაზე საინტერესო ფორმით უნდა ვისაუბროთ და საინტერესო სახით წარმოვადგინოთ. ჩვენი ამოცანაა ულამაზესი გარემო ახალი შინაარსითა და თანამედროვე მეთოდებით შევავსოთ. სამინისტრო “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდთან ერთად პროგრამებს განიხილავს. უახლოეს მომავალში ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ისტორიული ძეგლის გაძლიერებას და შეკეთებას შევძლებთ. ეს შენობა როგორც დიდი საგამოფენო სივრცე, ასევე მშვენიერი ტურისტული გარემო გახდება. ”

ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზის არქიტექტორები – ოგანეს მუტაფიანი და შაჰან გევორგიანი, საგამოფენო დარბაზის ექსტერიერისა და ინტერიერის კონცეფციის ავტორები – ლიტერატურათმცოდნე ანი ებიაზარიანი და მხატვარი მკრტიჩ მათევოსიანი.

DSC_2284

საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეგიანმა მადლობა გადაუხადა, მათ ვინც საგამოფენო დარბაზის რესტავრაციაში წვლილი შეიტანა.

”ისეთი განცდაა, თითქოს დღეს განძის მოსახლეობა ბორძიკით გამოვიდა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა მოგესალმოთ, რადგან ერთად ვზეიმობთ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს. გილოცავთ ყველას!  ეს არის სახლი, რომელიც 37 წელია ტერიანის დღის აღსანიშნავად განძაში მთელ ჯავახეთს კრიბავს. მადლობა ყველას, ვინც თუნდაც მინიმალური წვლილი შეიტანა ტერიანის მუზეუმის თანამედროვე პრეზენტაციის შესაქმნელად, ” – განაცხადა სუმბატ კიურეგიანმა.

DSC_2283

განძაში 1 აგვისტო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მზიანი დღე იყო. იქ მყოფნი აღფრთოვანებულნი იყვნენ იმედით, რომ საგამოფენო დარბაზს, თანამედროვე და საინტერესო გადაწყვეტილებებით გარემონტებულს, მნახველები არ დააკლდებოდა.

DSC_2359

გამოსვლაში “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, მეცენატმა სოს სააკიანმა განმარტა, რომ მუზეუმი დიდი ხანია მზრუნველ ხელს ელოდება და ეს შემთხვევით არ მომხდარა.

”დაუყოვნებლივ დავიწყებთ ვაჰან ტერიანის სახლის მემორიალური ნაწილის რესტავრაციას. კონკრეტულ თარიღებს არ დავასახელებ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ორ წელიწადში კვლავ შევძლებთ შეკრებას “, – განაცხადა სოს სააკიანმა.

DSC_2365

აღსანიშნავია, რომ ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი 1957 წლიდან მოქმედებს, მაგრამ რესტავრაცია არ ჩატარებულა. რემონტი ნაწილობრივ გაუკთდა, მაგრამ სისტემური ხასიათი არ ჰქონია.

სამუზეუმო კომპლექსი სურბ კარაპეტის ეკლესიას მოიცავს, რომელიც 1852 წელს ტერიანის ბაბუამ, მამა გრიგორმა ააშენა.

DSC_2397