ახალქალაქელი სპორტსმენი, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლე, ევროპის ჩემპიონი კრივში არტიუშ გომციანი ოლიმპიური საგზურისთვის იბრძვის. დღეს მან ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
3-11 მარტს იტალიის ქალაქ ბუსტო-არსიციოში პირველი მსოფლიო ოლიმპიური კრივის შესარჩევი ტურნირი მიმდინარეობს. 4-5 მარტის ღამეს, თბილისის დროით 00:00 საათზე, არტიუშ გომციანის ტურნირზე პირველი ბრძოლა 57 კგ წონით კატეგორიაში პალესტინელ მოკრივე აბუსალ ვასიმის წინააღმდეგ გაიმართა. ხოლო 8 მარტიდან 9 მარტის ღამეს მან ავღანეთიდან მოწინააღმდეგე დაამარცხა.
გომციანი ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს. საგზურის მისაღებად მოკრივეს 2 ბრძოლის მოგება დარჩა.
მოკრივის პირადი ტრენერი – ატომ ელიზბარიანი.
პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების 49 საგზურისთვის იტალიაში 670 სპორტსმენი იასპარეზებს. 28 კვოტა მამაკაცებს შორის განაწილდება, 21 კი ქალებს შორის. კვოტის მფლობელთა უმეტესობა 10 და 11 მარტს გამოვლინდება.