USAID-ის დაფინანსებითა და UNAG PH International-ის პარტიორობით ახალქალაქში 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის ბიზნეს-ინგლისურის 4 თვიან კურსს იწყებს.

ეს კურსები UNAG-ის ეგიდით შექმნილ ახალგაზრდულ ცენტრებთან, მათ შორის ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრთან ბაზაზე და პარტნიორობით ტარდება.

კურსის მიზანია ბიზნეს კონტენტის სწავლის დახმარებით ახალგაზრდა ადამიანების
ენობრივი კომპეტენციების განვითარება. სწავლების ეს მეთოდი სამეწარმეო განვითარებას და ბიზნეს-ინგლისურს აერთიანებს, რათა ახალგაზრდა ბენეფიციარებს დაეხმაროს კარიერული გზის წინსვლაში და პირადი ბიზნესის განვითარებაში.

ინგლისური ენის 4 თვიანი კურსი მოიცავს 60 საათს პროფესიული ინგლისურის სწავლებას. კურსი ორიენტირებულია საქმიანი ინგლისურის სწავლაზე და შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
– დამწყები ბიზნესის ძირითადი მოთხოვნები
– ბიზნეს-გეგმის შემუშავების საფუძვლები
– მარკეტინგისთვის სოციალური მედიის გამოყენება
– ლიდერული თვისებების განვითარება

ინგლისური ენის კურსი ტარდება კვირაში ორჯერ 2 საათის განმავლობაში, სამშაბათს 18:00-დან 20:00-მდე და კვირას 11:30-დან 13:30-მდე. ენის კურსს ჩაატარებენ გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები.

ინგლისური ენის ტრენინგზე კონკურსის საფუძველზე ყველა ლოკაციაზე 20 მონაწილე შეირჩევა. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით, პრიორიტეტით ისარგებლებენ ახალგაზრდული ცენტრის წევრები.

ჯგუფში შერჩეულმა ახალგაზრდებმა უნდა უზრუნველყონ გაკვეთილებში მინიმუმ 70%-იანი მონაწილეობა, ხოლო ყოველთვიური შეფასება უნდა იყოს მინიმუმ 7 ქულა (10-ქულიანი შეფასების სისტემის საფუძველზე). წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაწილეები შეიძლება გამოირიცხონ და მის ნაცვლად რეზერვში მყოფ კანდიდატებს მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შემდეგი ბმულით ტარდება.

მონაწილეობის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ნოემბერი 23:00 საათამდე.

მონაწილეობის პირობების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 595 56 25 05.