ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოდან სათენიკ აკობიანს 100 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეზე მას სიურპრიზი ელოდა, ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალის მხრიდან ტორტი სანთლებით. მიუხედავად წლებისა ბებია სათენიკი ძალიან აქტიურია, მუშაობს, არ შეუძლია უბრალოდ ჯდომა. ზაფხულში ბებია სათენიკი ეზოში მუშაობდა, ხოლო ზამთარში სახლის გარშემო და ეზოს თოვლისგან ასუფთავებს.

სოფელ კოჩიოდან სათენიკ აკობიანის შესახებ Jnews-მა გასული 2023 წლის აპრილშიდაწერა. 2024 წლის 2 იანვარს მას 100 წელი შეუსრულდა.

satenik2

ბებია სათენიკი ყველას უყვარს, ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს, მათ შორის ექიმებს და სასწრაფოს დახმარების მომუშავეებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მისთვის იძახებენ. 2 იანვარს სასწრაფო დახმარების მომუშავეებმა ბებიასთან გამოძახება მიიღეს, იცოდნენ რომ ამ დღეს მას 100 წელი უსრულდებოდა, გადაწყვიტეს მიელოცათ. ისინი ტორტით და სანთლებით შევიდნენ ბებიასთან, რითაც ძალიან გაახარეს და გამოაჯანმრთელეს.

ბებია სათენიკი ამის შესახებ დიდი სიხარულით ყვება.

Satenik

სოფელ კოჩიოს მოხუცებული ჩვენმა მოსვლამაც გაახარა. ჩვენ ჩაგვეხუტა და სიხარულისგან დაიბნა. ერთ წელზე ნაკლებ დროში ბებიასთვის ცოტა რამ შეიცვალა. ცოტა სმენა გაუუარესდა. მაგრამ ცხოვრების მთავარ გამოტოვებაზე ის იგივენაირად საუბრობს.

აკობიან სათენიკი მშობლებს ვერ პატიობს, რომ გაათხოვეს და სასწავლებლად არ გაუშვეს. ქმრის ოჯახი გაჭირვებული იყო, მას განათლების მიღების დავიწყება მოუწია.

ღრმა ცისფერი თვალები ხან მხიარულად და ხან ნათლად ანათებს, როცა საკუთარ თავზე ყვება, ფიქრიანდება.

satenik3

მურადიან-აკობიან სათენიკი 1924 წლის 1 იანვარს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში დაიბადა. ოჯახში 6 ბავშვი იყო, 4 გოგონა და 2 ვაჟი. სათენიკი უფროსი იყო. ცოლად გაყვა სოფელ კოჩიოდან არშალუის აკობიანს. ის გათხოვდა, მაგრამ არ იცოდა სად, საერთო ნაცნობების რეკომენდაციით.

მან სამი შვილი გააჩინა, გოგონა და ორი ვაჟი. სათენიკი გოგოსთან ერთად ცხოვრობს, ბიჭები დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობენ. მათ ძალიან იშვიათად ნახულობს.

satenik4

გოგო – ვარდანუში ყვება, რომ დედას უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია, ზაფხულში მინდორში მუშაობს, თესავს, ზრდის, ხოლო ზამთარში ეზოში, სახლის გარშემო თოვლს ასუფთავებს.