წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები დაგეგმილი 15 იანვრის ნაცვლად მუშაობას 22 იანვარს დაიწყებენ.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის კვების პროდუქტების შესყიდვის სატენდერო პროცესი გაჭიანურდა და ორჯერ იყო დისკვალიფიკაცირებული. ამის გამო საბავშვო ბაღების გახსნა ერთი კვირით გადაიდო.
„შეთანხმებას ხელს მოვაწერთ 18 იანვარს, 19 იანვარი პარასკევია, ამიტომ პირდაპირ ორშაბათიდან დავიწყებთ“, – Jnews-თან საუბარში კომენტარი გააკეთა მან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან 3 ქალაქში, დანარჩენი სოფლებში. 2 სოფელში – კოთელიაში და ხანდოში საბავშვო ბაღები ალტერნატიულია, ანუ მუშაობენ ნახევარი დღე და კვების გარეშე.