გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დღეს, 9 იანვარს, თოვლი მოვიდა. ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში (12:00 საათისთვის) დაკეტილი სოფლის გზები არ არის. აღნიშნული საკითხით მერიისთვის არ მიუმართავთ.
გუშინ, 8 იანვარს, სოფელ თახჩასკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო, თუმცა გზა გაწმენდილია და ამ დროისთვის გახსნილია.
შეგახსენებთ, რომ Jnews-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზებზე არსებული ვითარების შესახებ ალტერნატიული ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.