საგანმანათლებლო სისტემისთვის წელი ცვლილებებით დასრულდა. ინფრასტრუქტურის სფეროში ბევრი პრობლემა მოგვარდა, სკოლები გარემონტდა. მიღებული იქნა საგანმანათლებლო რესურსები, ინვენტარი და სხვა მრავალი .
გასულ წელს ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დადებითად აფასებს. ბევრ სოფელში დაიწყო სკოლების რემონტი, ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყო.
„ამჟამად პროცესშია კოთელიას, ალასტანისა და დადეშის სკოლები, რომლებიც მთლიანად გარემონტდება. სოფელ სულდაში ახალი სკოლა აშენდება, პროექტი პროცესშია. ასევე ბილინგური პროგრამა დავუწყეთ, ამისთვის მიღებულია რესურსები და ეს რესურსები დარიგდა. ყოველწლიურად იზრდება წარჩინებული მოსწავლეების და მედალოსნების რიცხვი, ეს ბავშვები კომპიუტერებს ღებულობენ“, – ამბობს თერეზა ჩივჩიანი.
მომავალ 2024 წელს სასწავლო გეგმაში ცვლილებები იგეგმება.
„მომავალ წელს შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს კონკრეტულად სკოლებს. გეგმა სკოლების საჭიროებებზე დაყრდნობით იქნება შედგენილი. სასკოლო პროგრამა უფრო თავისუფალი იქნება. ასევე გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები“, – ამბობს თერეზა ჩივჩიანი.