10 ნოემბერს Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სოფელ დილისკას საბავშვო ბაღში ანალიზებით გამოწვეულ აურზაურს შეეხო. ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დილისკას საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი დაგვიკავშირდა და ამტკიცებდა, რომ რაიონის ბაღებში ბავშვებს ვადაგასულ საკვებს აძლევდნენ, ანალოგიური კომენტარი Facebook-ზე მასალის გამოქვეყნებისას დატოვა. საპასუხოდ Jnews-ის რედაქციაში მოვიდნენ ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის ქვეშ მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯერები და კოლექტიური ინტერვიუ მოგვცეს, ვადაგასული პროდუქტების შესახებ ბრალდებები უარყვეს და შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

დილისკის საბავშვო ბაღისა და ლაბორატორიების ირგვლივ აურზაური სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სოფელ დილისკას საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი მანიკ გაბრიელიანი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვითხრა:

„მინდა აღვნიშნო, რომ როცა საბავშვო ბაღში დაუსწრებელთა რიცხვი იმატებს, რძის პროდუქტები ჭარბად რჩება, ის (გულისხმობს საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორს, ანაჰიტ ასატურიანს) გვაიძულებს ბავშვებს მივცეთ, მე არასოდეს მაქვს მიცემული, მაგრამ მან სხვა მენეჯერები აიძულა, მათ აუდიტისგანაც მიიღეს შენიშვნა. ვადაგასული რძის პროდუქტებისგან უნდა გაგვეკეთებინა ნამცხვრები. მშობლებს მოვუწოდებ, შვილების გულისთვის მეტი ყურადღება გამოიჩინონ“.

ზემოაღნიშნული გამოქვეყნებული სტატია რაიონული საბავშვო ბაღების მენეჯერებმა ყველა საბავშვო ბაღის პირად და კონკრეტულ შეურაცხყოფად აღიქვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს ვადაგასული საკვები არასდროს უჭამიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ რძის პროდუქტებზე.

„არ ყოფილა შემთხვევა, როცა მან (იგულისხმება საბავშვო ბაღის დირექტორი, ანაჰიტ ასატურიანი) ვადაგასული პროდუქტების მიღება გვაიძულა. მანიკ გაბრიელიანის სტატია და კომენტარი Facebook-ზე წავიკითხეთ და ძალიან ცუდად გავხდით, რას იფიქრებენ მშობლები, ვინც მის კომენტარს წაიკითხავს, ​​ასეთი რამ არ შეიძლება. დილის 8:30 საათზე ვიღებთ პროდუქტებს, როგორი სასოწარკვეთილი უნდა ვიყოთ, რომ ვადაგასული რძის პროდუქტები ავიღოთ და ბავშვებს მივცეთ, ჩვენ ვართ ბავშვებზე პასუხისმგებელი. ისე მომხდარა, რომ ხორცი არ მოგვწონებია, ასეთ შემთხვევაში ვურეკავთ ანაჰიტს, გვეუბნება უკან გავუგზავნოთ. ეს ძალიან საწყენია, მშობლებმა თქვან, მომხდარა ისეთი შემთხვევა, როცა შვილები სახლში გულისრევით, კოლიკებით ან მოწამვლის სხვა სიმპტომებით წაუყვანიათ. ჯერ ჩვენ ვაგემოვნებთ, მხოლოდ შემდეგ ვაძლევთ ბავშვებს“, – ამბობენ მენეჯერები.

ისინი ამტკიცებენ, რომ ყოველ კვირას იღებენ ახალ პროდუქტს. მათთან თვეში ორჯერ მაინც მიდიან მოულოდნელი შემოწმებისთვის, როგორც აუდიტიდან, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოდან. საბავშვო ბაღებს კვება მიეწოდება კვირაში ერთხელ – ორშაბათობით, ხუთშაბათს კი მენეჯერები საჭირო პროდუქტების ჩამონათვალს წარადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერები ძირითადად შეშფოთებულნი და აღშფოთებულები იყვნენ, რომ დილისკას საბავშვო ბაღის ყოფილმა მენეჯერმა Facebook-ზე ვადაგასული საკვების შესახებ დაწერა და მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა, სხვა თემებზეც მოახდინეს რეაგირება, მაგალითად მანიკ გაბრიელიანმა თქვა, რომ კონკრეტულ ლაბორატორიაში ტესტის ჩაბარება ანაჰიტ ასატურიანის საოჯახო ბიზნესია.

ახალქალაქის №3 საბავშო ბაღის მენეჯერის თქმით, რამდენიმე მენეჯერი ერთად შეიკრიბნენ და ახალქალაქის ლაბორატორიულ ცენტრებში გაიარეს და დაინტერესდნენ, კონკრეტულად სად შეიძლება ნარკოლოგიური ტესტის ჩატარება. მაშინ ახალქალაქში ნარკოლოგიური ტესტის ჩატარება ვერ მოხერხდა, მაგრამ მენეჯერებთან საუბრის შემდეგ, ახალციხის ლაბორატორიიდან Exid-ის თანამშრომელმა ორგანიზება გაუკეთა, რომ ტესტის ჩაბარება ახალქალაქშიც ყოფილიყო შესაძლებელი.

ხაზს ვუსვამთ, რომ მენეჯერები დაწვრილვებით და მკაცრად კომენტარს აკეთებდნენ მანიკ გაბრიელიანის მიერ დაწერილ ყველა ბრალდებაზე, მაგრამ Jnews-ი არ აქვეყნებს იმის გამო, რომ ეს არის ინტერპერსონალური ურთიერთობების გარკვევა.

დავამატებთ, რომ დილისკის საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ახალი თანამშრომლები მიიღეს სამსახურში.

ფოტო Jnews-ის არქივიდან