Jnews-ის რედაქციაში ახალქალაქის მცხოვრებლების ზარი და ფოტომასალა შემოვიდა, რომ ამირანის გორის დასასვენებელ ზონაში ნაგვის გატანის პრობლემა იგნორირებულია.
ერთ-ერთმა მცხოვრებმა დასასვენებელ ზონაში დაგროვილი ნაგავი გადაიღო და Jnews-ის რედაქციას გადაუგზავნა.
„უკვე 4 დღეა ასეთი სიტუაციაა. ეს რომ პირველად შევამჩნიე, ვიფიქრე, შესაძლოა, დღეს ნაგვის ურნა არ დაუცლიათ, მაგრამ არა, უკვე რამდენიმე დღეა ასეა. ჩვენი დასვენების ადგილი ფაქტიურად შეშფოთების ზონად იქცა. იქ საღორეა, უბრალოდ სამარცხვინოა. მივმართავ მათ, ვინც აქ ისვენებს: ნუ აყრით, რადგან თქვენც აქ ისვენებთ, რამდენ ხანს შეგიძლიათ ასე იცხოვროთ! ჩვენმა ხალხმა ვერ ისწავლა, რომ ნაგავი არ უნდა დაყაროს. ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაწესდეს რაიმე სახის ჯარიმა, თუ ერთი-ორი დაჯარიმდება, მესამე იგივეს არ გააკეთებს“, – ამბობს ახალქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები.
Jnews-მა ახალქალაქის სერვის ცენტრიდან შეეცადა გაერკვია, ბოლოს როდის გაიტანეს ნაგავი ამირანის გორის დასასვენებელი ზონიდან.
„ამირანის გორის დასასვენებელი ზონიდან ნაგავი ბოლოს 3 დღის წინ გავიტანეთ, მაგრამ დღეს დილით პირადად ვესტუმრე ამ ტერიტორიას და ვნახე რა მდგომარეობაში იყო. ეს საშინელებაა, ჩვენი ხალხი ღორივით იქცევა. უნდა ნახოთ იქ რა ხდება! ხვალ აუცილებლად გავაგზავნი მანქანას ნაგვის გასატანად. ზოგადად ამირანის გორის ნაგვის გატანა ხდება ორ-სამ დღეში ერთხელ“, – ამბობს ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი