კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებით ჯავახეთის ფერმერების დახმარებასთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაგზავნილ წერილზე პასუხი მოვიდა.
წერილში ნათქვამია, რომ სამინისტრო 13 ექსპორტიორს შეძლებისდაგვარად მყიდველების მოძებნას და კარტოფილის რეალიზაციაში დახმარებას ავალდებულებს.
შეგახსენებთ, რომ საკრებულომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მონახონ. მალე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ახალი სეზონი დაიწყება, მაგრამ მუნიციპალიტეტში შარშანდელი მოსავალი ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული.
მუნიციპალიტეტში დაახლოებით 30 000 ტ მსხვილი და დაახლოებით 18 ტ წვრილი კარტოფილია, რომელიც გლეხებს სარდაფებში უფუჭდებათ.
რა აწუხებს ახალქალაქის მოსახლეობას და მთავრობას