სოფელ დილისკას საბავშვო ბაღი თვეზე მეტია დროებით დაკეტილია, სანამ ახალ თანამშრომლებს აყვანენ. ბაღის აღსაზრდელებმა და დირექტორმა თანამდებობები დატოვეს. ამის მიზეზად ასახელებენ ნარკოლოგიური ტესტის გავლის ფასის სხვაობაზე დაპირისპირება. Jnews-მა სცადა გაერკვია ახალქალაქში ნარკოლოგიური ტესტების გავლის გარშემო არსებული დაბნეულობა.
საქმე იმაშია, რომ დილისკის საბავშვო ბაღში 6 აღსაზრდელი მუშაობდა, რომლებმაც ერთდროულად დაწერეს სამსახურიდან წასვლის განცხადება, შემდეგ კი მენეჯერმა. სოფელ დილისკას საბავშვო ბაღის ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მათ ბაღში ეს მდგომარეობა მხოლოდ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის გამო შეიქმნა. მისი თქმით, ის საოჯახო ბიზნესით არის დაკავებული და ფულს შოულობს. კერძოდ, დილისკას საბავშვო ბაღის მენეჯერი მანიკ გაბრიელიანი ამბობს, რომ ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაიდა ასატურიანმა საბავშვო ბაღის თანამშრომლები აიძულა, ანალიზი გაეკეთებინათ მის მიერ წინასწარ მითითებულ ლაბორატორიაში, რისთვისაც გაცილებით მეტი უნდა გადაეხადათ (70 ლარი), ვიდრე ნებისმიერ სხვა ლაბორატორიაში გადაიხდიდნენ.
„საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი კერძო ბიზნესით არის დაკავებული. ის ფულს შოულობს მენეჯერებსა და თანამშრომლებზე. მოატყუებით თანამშრომლებს აიძულა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია, და ანალიზები ზუსტად ამ ადამიანთან უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა სხვაგან იაფი ღირდა, მაგრამ მან ზუსტად იქ ჩაბარება გვაიძულა. მან საოჯახო ბიზნესი წამოიწყი. გადავიხადეთ 70 ლარი, მაგრამ ანალიზის გაკეთება შეგვეძლო 10 ლარად“, – ამბობს მანიკ გაბრიელიანი.
ტესტებთან და ფასში სხვაობასთან დაკავშირებით ანაიდა ასატურიანი ამბობს: „ახალქალაქში ამ ანალიზის ჩაბარება 70 ლარი ჯდება. ლაბორატორიას ჰქონდა შეთანხმება ახალციხის კლინიკასთან, აქ მოდიოდნენ და ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს იღებდნენ ანალიზებს. თუ არის ადგილი, სადაც 10 ლარად ჩააბარებენ ანალიზს, მაშინ კიდევ უფრო გაგვიხარდება, რადგან ყოველწლიურად უწევთ ამ ანალიზის ცაბარება“.
Jnews დაუკავშირდა ახალქალაქის ორ ლაბორატორიას – «Exid»-სა და «Medical World»-ს, სადაც ნარკოლოგიური ტესტის გავლა შესაძლებელია. ტესტები განსხვავებულია და, შესაბამისად, მათი ღირებულებაც განსხვავებულია. კორონავირუსის დროს კიდევ ორი ლაბორატორია გაიხსნა, მაგრამ ისინი ახლა არ მუშაობენ. ახალქალაქის ავტოსადგურზე თბილისის სადიაგნოსტიკო ცენტრის ფილიალი გაიხსნა, თუმცა ნარკოტიკების არსებობაზე ტესტს იქ არ ატარებენ. ნარკოლოგიური ანალიზის ჩატარება შეუძლებელია არც ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, არც საავადმყოფოში.
სულ რაღაც ორი თვეა, რაც «Medical World» ლაბორატორიის ახალქალაქის ფილიალში ნარკოლოგიური ტესტის ჩატარება შესაძლებელია.
„ჩვენს ლაბორატორიაში შესაძლებელია ნარკოტიკების ტესტის ჩაბარება, რომლის ღირებულება 50 ლარია. ამჟამად ვაკეთებთ ერთი ტიპის ნარკოტიკის ანალიზს, სხვა ტიპის ანალიზის საჭიროება ჯერ არ ყოფილა, ახალქალაქში ვაკეთებთ იმ ტიპს, რომელიც უნდათ. შემიძლია ვთქვა, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლებიდან ჩემთან ძალიან ცოტამ ჩააბარა ტესტი, მაგალითად, ვინც ქალაქში არ იყო ან შვებულებაში იყო, დაახლოებით 10-15 ადამიანი, რადგან ამ ანალიზის ჩატარება სულ რაღაც ორი თვის წინ დავიწყეთ“- თქვა «Medical World» ლაბორატორიის ხელმძღვანელმა კარინე ხრიმიანმა.
ის ამატებს, რომ არსებობს სხვადასხვა სახის ნარკოლოგიური ტესტი და შესაბამისად ფასებიც ცვალებადია.
ნებისმიერ ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერთიფიკატი და ნებართვა ნარკოლოგიური ტესტების ჩასატარებლად.
ახალქალაქში ნარკოტესტი პირველებმა ახალციხის «Exid» ლაბორატორიის თანამშრომლებმა ჩაატარეს. Exid-ის ლაბორატორიამ თბილისის IMUNO-ს დიაგნოსტიკურ ცენტრთა ხელშეკრულება გააფორმა, სადაც ნარკოლოგიური ანალიზები ტარდება. ახალქალაქში «Exid»-ის თანამშრომლები მუშაობდნენ და მუშაობენ სხვადასხვა სამედიცინო და ესთეტიკურ ცენტრებთან. ახლა კონკრეტულად მუშაობენ სტომატოლოგიური კლინიკა ANIDENT-ის შენობაში.
„არსებობს რამდენიმე სახის ნარკოლოგიური ტესტი. არის ორკომპონენტიანი, ღირს 50 ლარი, სამკომპონენტიანი – 70 ლარი, ხუთკომპონენტიანი – 80 ლარი. განსხვავება ისაა, რომ ტარდება ორი, სამი და ხუთი განსხვავებული ანალიზი. საბავშვო ბაღის თანამშრომლებს სჭირდებოდათ სამკომპონენტიანი ანალიზი, რომლის ღირებულება 70 ლარია“, – ამბობს „Exid“-ის ლაბორანტი ოქსანა მურადიანი.
მან აღნიშნა, რომ სოფელ დილისკადან მხოლოდ ერთმა ქალბატონმა შექმნა პრობლემა. ის ნანობს, რომ მათ შესთავაზეს საკითხის უკეთესი მოგვარება და ტესტების ჩასატარებლად ახალქალაქში ჩამოვიდნენ.
„ახალციხეში ტესტირება 68 ლარი ღირს, 20 ლარი ტრანსპორტირების ხარჯია. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი შეცდომა იყო. მთხოვეს, გავაკეთე, თუ იციან 10-ლარიანის ადგილი, წავიდნენ და იქ ჩააბარონ“, – დაამატა აქსანა მურადიანმა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამუშაოზე განაცხადის შეტანისას პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარადგინოს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი 2015 წლიდან ამოქმედდა, თუმცა მხოლოდ წელს არის საჭირო ტესტის პასუხის წარდგენა.
Jnews-მა თავისი წყაროებიდან დააზუსტა, რომ ყველა სახელმწიფო თანამშრომელს არ მოეთხოვება ზემოაღნიშნული ტესტების შედეგების წარდგენა.
ასევე წაიკითხეთ:
საბავშვო ბაღი დაკეტილია, რადგან ყველა აღსაზრდელმა სამახური დატოვა