სოფელ დილისკას საბავშვო ბაღი თითქმის ერთი თვეა დაკეტილია. პრობლემა ის არის, რომ ბაღის მენეჯერმა და ყველა აღსაზრდელმა თანამდებობიდან წასვლის განცხადება დაწერა. მიზეზი კი უთანხმოებაა.

3

დილისკის საბავშვო ბაღში 6 აღსაზრდელი მუშაობდა, რომლებმაც ერთდროულად თანამდებობა დატოვეს.

ამის შესახებ ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორმა ანაჰიტ ასატურიანმა თქვა შემდეგი: „6 აღსაზრდელმა თანამდებობის დატოვების განცხადება დაწერა. განცხადებებში ნათქვამია, რომ ისინი საკუთარი ნებით ტოვებენ სამსახურს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა ქალბატონმა მანიკმაც (დილისკის საბავშვო ბაღის მენეჯერი)”.

სოფელ დილისკას საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი მანიკ გაბრიელიანი ბაღის დახურვასა და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს.

„საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი კერძო ბიზნესით არის დაკავებული. ის ფულს შოულობს მენეჯერებსა და თანამშრომლებზე. ანაჰიტი არ მოსულა და არ აუხსნია, რატომ დაკავდა კერძო ბიზნესით. ანალიზები უნდა ჩაგვებარებინა, მოატყუებით თანამშრომლებს აიძულა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია, და ანალიზები ზუსტად ამ ადამიანთან უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა სხვაგან იაფი ღირდა, მაგრამ მან ზუსტად იქ ჩაბარება გვაიძულა. მან საოჯახო ბიზნესი წამოიწყი. გადავიხადეთ 70 ლარი, მაგრამ ანალიზის გაკეთება შეგვეძლო 10 ლარად. ამის შემდეგ თანამშრომლები შეშფოთდნენ, ნახევარმა სამსახური დატოვა, მეც დავწერე განცხადება და სამსახური დავტოვე“.

მანიკ გაბრიელიანის თქმით, საბავშვო ბაღის საქმიანობაში პრობლემები ანალიზებთან დაკავშირებული აჟიოტაჟის შემდეგ გაჩნდა.

„ანაჰიტი ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი არ წასულიყვნენ (აღსაზრდელები). ის ამბობდა _ ”იმუშავეთ, როგორც გინდათ, წადით სადაც გინდათ”, ამშვიდებდა მათ, რომ არ უჩივლონ. მისი წამოსვლისა და წასვლის შემდეგ აღსაზრდელებმა ბავშვებს ტელეფონებით მულტფილმები ჩაურთეს, რაც გამორიცხული იყო. უკვე რამდენი წელია ვმუშაობთ და მსგავსი შემთხვევა ჩვენს თანამშრომლებს შორის არ ყოფილა. მე ვუთხარი, თუ ანაჰიტს მოუსმენთ და აქ წესრიგს დაარღვევთ, მაშინ სამსახურიდან გაგათავისუფლებთ. დანარჩენი თანამშრომლები ადგილზე არიან. სხვა საბავშვო ბაღებმაც უჩივლეს, მაგრამ ხმამაღლა არა, რომ სამსახურიდან არ გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მე არ მეშინოდა“.

ტესტირებასა და ღირებულებასთან დაკავშირებით, ანაჰიტ ასატურიანმა კომენტარი გააკეთა:

„რაც შეეხება ანალიზების ჩაბარებას, ახალქალაქში ამ ანალიზის ჩაბარება 70 ლარი დაჯდა, ჩვენმა ხალხმა ტესტირება „Biolab“-ის კლინიკაში ჩააბარა. კლინიკას ახალციხის კლინიკასთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, აქ მოდიოდნენ და ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს იბარებდნენ ანალიზებს. თუ არის ადგილი, სადაც ანალიზებს 10 ლარად აბარებენ, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო გაგვიხარდება, რადგან ამ ანალიზის ჩაბარება ყოველ წელს უწევთ. უამრავ ადგილას დავრეკეთ დასაზუსტებლად, მაგრამ ყველგან გაცილებით ძვირი ღირდა“.

Jnews-ი ბაღის ორ აღსაზრდელს დაუკავშირდა, თუმცა მათ ამაზე საუბარი არ ისურვეს. სოფელ დილისკას საბავშვო ბაღში წარმოქმნილ პრობლემებზე არც ბაღის სხვა თანამშრომლებმა ისაუბრეს. სოფელში ბაღის აღსაზრდელების რამდენიმე მშობელს შევხვდით, მათ თქვეს, რომ არ იცოდნენ, კონკრეტულად რა მოხდა, რომ აღსაზრდელები ჯგუფურად წავიდნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ ადრე ბაღში იყო უთანხმოება თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს შორის.

2

მშობლები კმაყოფილები არიან ბაღის მუშაობით. რაც მოხდა მათთვის მოულოდნელი იყო, საბავშვო ბაღის გახსნას ელოდებიან.

„უკვე 4-5 კვირაა ბავშვები საბავშვო ბაღში არ დადიან. ველოდებით მის გახსნას. არ ვიცი რა მოხდა შიგნით. თათბირი დაიბარეს და გვკითხეს, პრეტენზია ხომ არ გვაქვს. ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ვიყავით ყველაფრით, ჩემი მესამე შვილიც დადის უკვე. პრეტენზია არასდროს გვქონია“, – ამბობს მშობელი ნაირა ბანგოიანი, სოფელ დილისკას მკვიდრი.

ერთ-ერთი მშობელი, შუშანიკიც ამბობს, რომ ბაღის გახსნას მოუთმენლად ელიან, მისმა შვილმა ბაღში წელს დაიწყო სიარული.

Jnews-თან საუბარში სოფელ დილისკას მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ სოფელში სამუშაოს მსურველები არიან და უკვე შეიტანეს განაცხადები.

ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის ანაჰიტ ასატურიანის თქმით, განაცხადები უკვე მიღებულია და აღსაზრდელები შეირჩა. საბავშვო ბაღის მუშაობის განახლება მომავალ კვირას იგეგმება.

სოფელ დილისკას საბავშვო ბაღი 2009 წლიდან ფუნქციონირებს. წლევანდელი მონაცემებით, საბავშვო ბაღში სამი ჯგუფია, სკოლამდელ დაწესებულებაში 67 ბავშვი სწავლობს.