დღევანდელი დღიდან, 13 ნოემბრიდან, ერთ თვიანი შესვენების შემდეგ სოფელ დილისკას საბავშვო ბაღმა მუშაობა განაახლა.
საბავშვო ბაღში 7 თანამშრომელი მიიღეს: 6 აღსაზრდელი და მენეჯერი.
საბავშვო ბაღში სულ 19 თანამშრომელი მუშაობს. დილისკის საბავშვო ბაღი 2009 წლიდან ფუნქციონირებს. წლევანდელი მონაცემებით, საბავშვო ბაღში სამი ჯგუფია, სკოლამდელ დაწესებულებაში 67 ბავშვი სწავლობს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დილისკას საბავშვო ბაღმა ერთი თვე არ იმუშავა, რადგან თანამშრომლებმა, 6 აღმზრდელმა და მენეჯერმა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერეს. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, ყოფილი მენეჯერის თქმით, ნარკოლოგიური შემოწმების ღირებულება გახდა, რომელიც შემდგომში არამარტო დილისკის საბავშვო ბაღისთვის, არამედ სხვებისთვისაც იქცა პრობლემად, რაზეც JNEWS-ი მომდევნო პუბლიკაციებში მოგიყვებათ.
ასევე წაიკითხეთ:
დილისკის საბავშვო ბაღსა და ლაბორატორიებთან დაკავშირებული აურზაური
საბავშვო ბაღი არ მუშაობს, რადგან ყველა აღმზრდელმა სამსახური დატოვა