ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისიდან, ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩის ასფალტირების შემდეგ, საკანალიზაციო ხაზების ღია ლუქები კვლავ პრობლემატურია. ამ ქუჩაზე სამი ლუქია ღია, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის.
მძღოლები შექმნილ ვითარებას უჩივიან. ღამის განათების ქვეშ უფრო მეტი სიფრთხიელა საჭირო, რადგან ორი ლუქი თითქმის არ ჩანს, ხოლო მეორეში ავტომობილის საბურავია.
ასფალტირების სამუშაოების დასრულებისთანავე Jnews-მა «ჯავახავტოგზა» კომპანიას მიმართა, რომელმაც გზა მოაასფლტა, ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის კომპანიას. ორივე ადგილიდან გვიპასუხეს, რომ ლუქების დახურვა მათ ვალდებულებაში არ შედის.
ოქტომბერში Jnews-მა ახალქალაქის მერს ჰკითხა, ჯავახეთის ქუჩაზე ბოლოს და ბოლოს იქნება თუ არა დახურული საკანალიზაციო ლუქები. მაშინ მელქონ მაკარიანმა გვაცნობა, რომ ლუქებს მერიასთან მოქმედი სერვისცენტრი გადახურავს.
«ჯავახეთის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ…» — სტატიის გამოქვეყნების მომენტიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, მაგრამ ჯავახეთზე საკანალიზაციო ლუქები ჯერ კიდევ ღიაა.
8 ნოემბერს, ახალქალქის სერვისცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა განაცხადა, რომ ლუქები მალევე დაიხურება.
«რადგან ლუქები უკვე დამონტაჟებულია და მხოლოდ ხუფები აკლია, ჩვენ შესაბამისი ზომის ხუფი უნდა ვიპოვოთ. თბილისში უკვე შევუკვეთეთ, მალე მზად იქნება, ველოდები ჩამოტანას. კონკრეტულ რიცხვს ვერ დავასახელებ, მაგრამ ძალიან მალე ლუქებს დავხურავთ»,- გვაცნობა სერვისცენტრის დირექტორმა.
ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ჯავახეთის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები გრძელდება
ჯავახეთის ქუჩის რეაბილიტაცია დაწყებულია, მაგრამ…