ჯავახეთის ქუჩის ასფალტირების სამუშაოები, რომელიც თითქმის 4 წელი გაგრძელდა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა. სხვდასხვა მიზეზით გაჭიანურებული სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობას უხერხულობას უქმნიდა. საგზაო ნიშნულები ახლა უკვე არის, მონტაჟდსება სიჩქარის შემზღუდავი და სხვა ნიშნები. თუმცა ქუჩაზე ჯერ კიდევ არის დაუმთავრებელი სამუშაოები.
ახალქალაქში ჯავახეთის ქუჩა 2020 წლიდან ცუდ მდგომარეობაში იყო. ქუჩის გარემონტება ახალციხე-ახალქალაქის ტრასის ასფალტირების დროს იგეგმებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყალგაყვანილობა ამ ქუჩაზე ძველია, ასევე არარსებობდა კანალიზაცია. ქუჩის წყალმომარაგების და კანალიზაციის გაყვანის სამუშაოები ჩატარდა, რის შემდეგაც ასფალტის დაგების ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, ამის შემდეგ საგზაო-სამშენებლო კომპანიის დირექტორმა ნოდარ ინასარიძემ განაცხადა, რომ სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ის ამტკიცებდა, რომ კანალიზაცია ზედაპირულად არის გაყვანილი და ასფალტირების სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
ბოლოს და ბოლოს, საკითხი მოგვარდა და გზა მოასფალტდა. ახლა მონიშვნების გაკეთების სამუშაოები დასრულებულია, მონტაჟდება საგზაო ნიშნები, მაგრამ საკანალიზაციო მილების ხუფები ღიად რჩება. ჯავახეწთის ქუჩიუს დასაწყისში, სადაც არის წყლის არხის, რკინის ბადე თავისი ადჰილიდან გამოვიდა და უსაფრთხო მოძრაობას უშლის ხელს. დღეს ეს რკინის ბადე «ჯავახავტოგზას» კომპანიის თანამშრომლებმა შეასწორეს, რომლებიც საგზაო ნიშნებს ამონტაჟებდნენ.
«ეს არ შედიოდა ჩვენს ვალდებულებაში, მაგრამ ვნახეთ, რომ ის თავის ადგილას არ არის და ასეთი სიტუაცია, შევეცადეთ თავის ადგილზე ჩაგვესვა»,- ყვება საგზაო-სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, ვის ვალდებულებაში შედის საკანალიზაციო მილების ხუფების დამონტაჟება.
ჩვენ კომპანიის წარმომადგენელს ვარდან ჩოლახიანს მივმართეთ, რომელიც წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებდა, მან გვითხრა, რომ სამუშაოები უკვე შესრულებულია და რაც მისი გასაკეთებელი იყო, გააკეთა. ახლა ის პასუხისმგებელი არ არის.
შემდეგ «ჯავახავტოგზა» კომპანიის შემსრულებელ დირექტორს ნოდარ ინასარიძეს მივმართეთ, რომელიც ასფალტის დაგების სამუშაოებს ახორციელებდა. მან გვითხრა შემდეგი:
«ეს არ შედის ჩვენს ვალდებულებაში, ამის პასუხისმგებლობას წყალმომარაგების კომპანია ატარებს. ჩვენს ვალდებულებაში საკანალიზაციო ხაზის ამოღება, ასფალტის სიგრძეზე გასწორება შედიოდა, ხოლო ხუფები- ჩვენი პრობლემა არ არის. ხუფები სამუშაოების დაწყებამდეც არ იყო».
ნოდარმა ასევე განაცხადა, რომ ჯავახეთის წყალმომარაგებაზე (ახალციხის მხარეს) რკინის ბადის დამონტაჟებაც არ შედიოდა მათ ვალდებულებაში, რომელიც დიდი ხნის გან,ავლობაში არ იყო ტავის ადგილას და საფრთხეს წარმოადგენდა.
ჩვენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორს გიორგი ვახტანგიშვილს მივმართეთ, მან გვითხრა შემდეგი:
«ეს არ არის ჩვენი ვალდებულება. თუ სამუშაოები ელექტრონული ტენდერით ტარდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადა მოქმედებს, ახლა ამმ ხუფების დამონტაჟების პასუხისმგებელი უნდა იყოს ან საკანალიზაციო ხაზის სემცვლელი, ან ასფალტის დამგები კომპანია. მე ორივეს ვაცნობე, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ გააკეთებს ამას».
საბოლოოდ Jnews-მა ახალქალაქის მერიას მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთის ქუჩა საგზაო დეპარტამენტის იურისდიქციის ქცეშ იმყოფება.
«მე თვითონ მინახავს ეს, რეალურად, ძალიან სახიფათოა იქ გავლა. მე მივმართე ყველას, ვინც ამ გზის რემონტის დროს მუშაობდა. მომუშავეები, რომლებმაც წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, ამბობენ, რომ სამუშაოები პროექტის მიხედვით შეასრულეს და ხუფები ადგილზე იყო. წყალმომარაგების კომპანიაში განაცხადეს, აღნიშნული სამუშაოები ელექტრონული ტენდერის საშუალებით ჩატარდა და მოქმედებს საგარანტიო ვადა, და მსგავს შემთხვევებში აღნიშნულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს სამუშაოები. რაც შეეხება «ჯავახ ავტო გზა» კომპანია, ასევე ამტკიცებენ, რომ თავისი სამუშაოები შეასრულა. მაგრამ რადგან ეს საკითხი უშუალოდ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება, მერია ამ საკითხების მოსაგვარებლად ნაბიჯებს მოიმოქმედებს. ჩვენ გვაქვს სერვისცენტრი, მათ მივმართე, და ამ საკითხს ჩვენი ძალებით მოვაგვარებთ, მიყხედავად იმისა, რომ მერია არ არის ვალდებული, ეს არ შედის ჩვენს ფუნქციებში, რადგან ეს გზა ეკუთვნის საგზაო დეპარტამენტს. მაგრამ აქ საუბარია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე»,- თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:
ჯავახეთის ქუჩას ახალი პროექტით გაარემონტებენ
უწყლოდ დარჩენილი ჯავახეთის ქუჩა წყალს მიიღებს
ჯავახეთის ქუჩაზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება