დღეს, 28 აპრილს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშომლები ჯავახეთის ქუჩისთვის სასმელი წლის მიწოდებისთვის მუშაობენ. ქუჩის მცხოვრებლებს რამდენიმე დღეა უწყლოდ არიან.

ჯავახეთის ქუჩის ნაწილი წყლის გარეშეა დარჩენილი

ჯავახეთის ქუჩის ნაწილს წყლის მიწოდება ქუჩაზე კანალიზაციის ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეუწყდა. სამუშაოების დროს უკვე 2-3-ჯერ დაზიანდა წყალმომარაგების ძველი სისტემა. დაზიანება რემონტდება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალი მიეწოდოს.

წყალმომარაგების სისტემაზე მორიგი ავარიის დროს დაზიანდა, როგორც მთავარი მილი, ასევე წყლის გამანაწილებელი ხაზი. შედეგად მაგისტრალურ წყალსადენს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, მაგრამ აბონენტებზე გამანაწილებელ ნაწილს – არა. ამის გამო, ჯავახეთში რამდენიმე აბონენტი უწყლოდ დარჩა. მოსახლეობა ითმენდა უწყლობას, ფიქრობდნენ, რომ მილსადენზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ასეც უნდა ყოფილიყო.

როგორც სერვის-ცენტრში განაცხადეს, ამ პრობლემის შესახებ არ იცოდნენ. როდესაც ცენტრალურ მილსადენზე მომხდარი ავარიის აღმოფხვრაზე მუშაობდნენ, დაზიანებები სხვა ნაწილში ვერ შენიშნეს, რადგან ისინი მიწით იყო დაფარული.

მას შემდეგ, რაც Jnews-ი დაინტერესდა მიზეზით, თუ აბონენტების ნაწილს წყალი რატომ არ მიეწოდებოდა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა დღეს, სამუშაოები გამანაწილებელ ხაზზე განახორციელეს, რათა წყლის მიწოდება აღუდგეთ უწყლოდ დარჩენილ სხვა აბონენტებს.

ადგილობრივების თქმით, უწყლოდ უკვე 10 დღეა არიან, სერვის-ცენტრში ამბობენ, რომ ამ აბონენტებს წყალი 3-4 დღეა, ბოლო ავარიის შემდეგ არ მიეწოდებათ.