სოფელ დადეშის მოსახლეობა ჯერ კიდევ მოლოდინშია, რომ სასმელი წყალი ექნებათ არა ერთი საათით, არამედ დღე-ღამეში 24 საათი. სოფლის ამაღლებულ ნაწილში ახალი ბასეინის მშენებლობის სამუშაოებო დასასრულს უახლოვდება. ახალქალაქის მერიაში თქვეს, რომ უახლოეს თვეებში დადეშის მოსახლეობას მუდმივი სუფთა სასმელი წყალი ექნება.
სოფელ სულდასა და დადეშის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამშენებლო სამუშაოები დამამთავრებელ სტადიაზე იმყოფება. პროექტის რეალიზაციისთვის ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდაბ გამოყოფილი იყო 257 400 ლარი, რეგიონალური ფონდიდან- 1 033 795 ლარი.
დადეშის მოსახლეობა უკვე მრავალი წელია უჩივის, რომ სასმელი წყალი არ აქვთ, ხოლო ის წყალი, რაც აქვთ, სასმელად არ გამოდგება.
სოფლის ზოგიერთი მცხოვრები დიდ ცისტერნებში მეზობელი სოფლებიდან მოეზიდება სასმელ და საჭმლის მოსამზადებელ წყალს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიაბ ჟანგიანი წყალი გამოიყენონ.
“დილიფიდან მოგვაქვს. ახლა წყალს ძველი წყაროდან ვიუენებთ. მთიდან მოედინება, ჟანგის ფერი აქვს. დილით ვიბანავე, მაგრამ თავი მექავება, თან ამ წყალს სუნი აქვს. როცა ჩემი მეუღლე ამ წყლით ამზადებს საჭმელს, ქაფდება”,- მოყვა ამბარცუმი, სოფელ დადეშის მცხოვრები.
მან სახლში ფილტრი დაამონტაჟა, რომელმაც ყოველ მეორე დღეს უნდა გაწმინდოს.
“ეს პრობლემა ძველი დროიდან არსებობს, ეს პრობლემა მუდამ იყო, ცდილობენ მოგ არებას, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის. გვითხრეს, რომ ნოემბრის ბოლომდე დაამთავრებენ, მაგრამ ამის არ გვჯერა. მილი ჯერ არ გამოუცვლიათ, არ ვიცი, მოასწრებენ თუ არა გამოცვლას. გაზაფხულიდან მუშაობენ”,- მოყვა დადეშის კიდევ ერთი მცხოვრები ვარშამ თუმასიანი.
სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ბავშვებს ხშირად სტკივათ მუცელი და სხეულზე გამონაყარი უჩნდებათ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა Jnews-ს აცნობა შემდეგი:
“დადეშის წყალმომარაგების პროექტი ნოემბერში დამთავრდება, სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო გადაიდო. ჩვენი პროექტით წყალი ნორმალურად უნდა მოედინებოდეს. სხვა სიტყვებით, პროექტი- პროექტი არ არის, რომლის მიხედვითაც წყალი A წერტილიდან თვითდინებით B წერტილამდე მივა, ის წყლის ტუმბოების საშუალების დახმარებით უნდა მივიდეს. ტუმბოები წყლის ჩვეულებრივ რეჟიმში ამოტუმბვისთვის არის განკუთვნილი. მილები საბჭოთა პერიოდისაა, ვიმედოვნებთ, რომ ნორმალურ მდგომარეობაში იქნება. ვერაფერს ვიტყვი, სანამ წყალს არ ჩართავენ და წყალს ბასეინში არ ჩაასხამენ. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის”.
აღვნიშნავთ, რომ სოფელ სულდა-დადეშის მუდმივი სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამშენებლო სამუშაოებს შპს “MSI Group”-ი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენდება ბასეინი, სატუმბი სადგური, ასევე მაგისტრალური წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები ტარდება.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
სოფელ სულდაში წყალი კვლავ საათობრივად მიეწოდებათ
სოფელ სულდასა და დადეშის მცხოვრებლები წყლის მუდმივ მიწოდებას ელიან