სოფელ სულდაში მოსახლეობა, როგორც ჩანს, მიეჩვია წყლის საათობრივ მიღებას. მართალია, ახალი წყალსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ უკვე დაკარგეს იმედი, რომ ოდესმე შეძლებენ წყლის შეუზღუდავად გამოყენებას.
სულდას მოსახლეობამ არაერთხელ ისაუბრა მათი სოფლის ყველაზე მწვავე პრობლემებზე, მათ შორის ნორმალური სასმელი წყლის არქონაზე. ახალქალაქის მერიის წინ მათ რამდენჯერმე მოაწყვეს საპროტესტო აქცია, თუმცა წყალი მაინც საათობრივად აქვთ.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ 2022 წელს დაიწყო ახალი წყალსადენის მშენებლობაზე მუშაობა.
„ახლა, როგორც ადრე, წყალი გრაფიკით მოედინება. ყოველ დღე რამდენიმე საათის განმავლობაში მოდის, უნდა მოასწრო საერთო მოხმარების წყლის აღება“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
კიდევ ერთი თანასოფლელი ბედნიერია, რომ ამ თვეში წყალი აქვთ.
„დღეში ერთი საათით რთავენ წყალს, წელს უკეთესად არის, რომ აგვისტოში ერთი საათი მაინც გვაქვს, წინა წლებში წყალი საერთოდ არ გვქონდა. ჩვენ მას სასმელად ვიყენებთ, მაგრამ ვიცით, რომ მოხმარებისთვის უვარგისია. ნორმალურად ვერც ვრეცხავთ, ვერც სხვა რამეს ვაკეთებთ, ვაგროვებთ ავზებში, რომ საკმარისი იყოს. 500 ლიტრიან ავზში ვასხამთ და ვბანაობთ. ახალი მშენებარე წყალსადენის შესახებ სიახლეები არ გვაქვს“, – ამბობს სოფლის მცხოვრები.
სოფლის სპეციალისტი ზარზანდ კუჯოიანი ამბობს, რომ ახალი წყალსადენის მშენებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„დღეს მე პირადად შევხვდი მშენებელს, დავსვი კითხვები, მივედი და ადგილზე პირადად გავეცანი შესრულებულ სამუშაოებს, საკმაოდ ბევრი სამუშაოა გაკეთებული, სამუშაოები პროცესშია. იქ დამატებითი აუზი გვაქვს, დიდი, დაახლოებით 1000 ტონა, როგორც ვიცი, ოქტომბრამდე წყალი უნდა შეივსოს და ამის შემდეგ სოფლებში გადანაწილდეს. წყალმა უნდა მიაღწიოს დადეშს, სულდას, მიასნიკიანსა და ბოზალს. პროექტს ჰქვია სულდა-დადეშის წყალგაყვანილობა, მაგრამ არა ისე, როგორც მიასნიკიანი და ბოზალი არის უზრუნველყოფილი წყლით, ამიტომ ისინიც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება“, – თქვა მან.
ამის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა თქვა შემდეგი:
„ამჟამად მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი პროექტის მიხედვით, სამუშაოები შემოდგომამდე უნდა დავასრულოთ.
აღვნიშნავთ, რომ სამუშაო ორ ეტაპად მიმდინარეობს.
2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 257 400 ლარი იყო გათვალისწინბული, 2023 წელს კი რეგიონული ფონდიდან 1 033 795 ლარი.
ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ: