ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში კვლავ ელოდებიან, რომ სასმელი წყალი ოდესღაც მთელი დღის განმავლობაში ექნებათ. სულდას მოსახლეობა ამჟამად ძველი სოფლის წყაროს წყალს იყენებს, ძირითადი წყალი კი ორ დღეში ერთხელ ირთვება.
მთელი ამ დროის განმავლობაში სოფლის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის წყალს აგროვებს და 2 დღის მარაგს იღებენ.
„ერთ ტონა წყალს ვინახავთ, სანამ ხელახლა მოგვცემენ. ახლა გვყოფნის, მაგრამ ზამთარში წყალი, 3 თვის განმავლობაში ქალაქიდან და მიმდებარე სოფლებიდან მომქონდა. მანქანაში ყოველთვის მაქვს წყლის ავზი. დიდი ოჯახი მყავს, 10 კაცი ვართ“, – ამბობს სულდას მკვიდრი მანუკ მარაბიანი.
მანუკი აღნიშნავს, რომ ზაფხულში გაცილებით რთულია, როცა საველე სამუშაოები იწყება, ხალხი ყოველთვის მინდორშია, ხელით შრომობს და გაცილებით მეტი წყალია საჭირო, ჰიგიენა უნდა იყოს დაცული, წყლის გარეშე შეუძლებელია.
სოფელში მრავალი წლის განმავლობაში თითქმის ყველას აქვს სახლებში წყლის დიდი ავზები.
„როცა მუდმივი წყალი არ არის, არ არის საკმარისი წყლის წნევა ცხელი წყლის ჩასართავად. ასევე არის სხვა პრობლემაც, როცა წყალი მოდის, მოსახლეობა ჯერ აგროვებს, შემდეგ კი ბაღების მორწყვას იწყებს“, – ამბობს იგი.
სულდას მცხოვრებლების თქმით, საჭიროა სიტუაციისთვის თვალყურის დევნება, რათა წყალი ყველასთვის საკმარისი იყოს.
წყლის ჩართვისას სოფლის მცხოვრებლებს შეუძლიათ წყლის აღება მათი საჭიროების მიხედვით, ანუ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
ამ დროისთვის, სოფელ სულდასა და დადეშში სასმელი წყლის სატუმბი სადგურის, შემგროვებელი ავზისა და ცენტრალური მილსადენის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოები 2022-2023 წლებში ე.წ. გრძელვადიანი შესყიდვებით განხორციელდება.
2022 წლის ბიუჯეტში 257 400 ლარია გათვალისწინეებული, 2023 წელს კი -1 033 795 ლარი.