26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალქალაქის ცენტრალურ პარკ „ხას ბახჩაში“ აღნიშნავენ. სადღესასწაულო პროგრამა 14:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩასა და ცენტრალურ პარკში ქალაქის მორთულობაზე მუშაობენ.
ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებების პროგრამა შემდეგია:
• 14:00-17:00 – კოსტიუმებში არტისტების მსვლელობა
• 14:00-19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
• 14:00-18:00 – თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და ტექნიკის გამოფენა.
• 14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები, მასტერ-კლასები, ზღაპრის გმირები.
• 14:30-16:00 – ადგილობრივი არტისტების კონცერტი: ანი თოროსიანი, მედალოსანთა ანსამბლი, ანსამბლი „მურჯი“, ანსამბლი „ჯავახეთი“, რომან ჩნავაიანი, ანსამბლი „ჯავახკი“, ალფონ კულახსიანი, საშუალო სკოლის გუნდი.
• 17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო დღესასწაული
• 17:30 – მომღერები: ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, დათუნა მგელაძე, დუეტი “საქართველო”.