ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნალბანდიანის ქუჩა გამყიდველებისგან გაიწმინდა, მაგრამ მოვაჭრეებმა ტერიტორია კვლავ დაიკავეს, რამაც როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მანქანებს შეუქმნა პრობლემები. ახალქალაქის სურსათის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობით ნალბანდიანის ქუჩაც ბინძურდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვაჭრები გააფრთხილა და ქუჩის გასათავისუფლებლად ერთი კვირა მისცა.

bazar

გარე მოვაჭრეები უკმაყოფილონი არიან და ამტკიცებენ, რომ ბაზრის ფართობი ძალიან პატარაა, ვაჭრობა კი ქუჩაში უფრო მომგებიანია.

„აღდგომამდე დრო მოგვცეს. ამბობენ, რომ აქ უფრო მოსახერხებელია. მე ისედაც დროებით ვარ და წავალ. აქ საქონელს უფრო თავისუფალად ალაგებ და ანთავსებ”,- ჰყვება ერთ-ერთი ვაჭარი ნალბანდიანის ქუჩიდან.

“აბა, ადამიანს ხომ არ შეუძლია თავისი მაღაზია აიღოს და გადაიტანოს? მეტიც, ბაზარში ხალხმრავლობაა, რაც არაკომფორტულია. რა თქმა უნდა, აქ დგომა უფრო მომგებიანია. აკრძალვის შემთხვევაში რა იქნება, არ ვიცი”,- აღნიშნავს კიდევ ერთი გამყიდველი.

bazar2

თუმცა Jnews-მა ნახა, რომ ახალქალაქის ბაზრის ტერიტორიის დაახლოებით 50% ცარიელია. ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, მოვაჭრეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს და ბაზრის შენობაში შესვლა ურჩიეს.

„საქმის კურსში ვარ, ორიოდე დღის წინ ჩემი თანამშრომლები შევკრიბე, რათა ეს საკითხი მოეგვარებინათ. მოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ კვირის ბოლომდე უნდა დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის მიხედვით დაისჯებიან, რადგა იგი ყველასთვის ერთნაირია და მის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ,“, – აცხადებს ახალქალაქის მერი.

მაკარიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მოვაჭრეებთან ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების გარეშე გამოენახა საერთო ენა.

bazar4

„დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მათთან ადამიანური გზით მოლაპარაკებას. ბაზრის ტერიტორია გვაქვს, თუ ვინმეს ადგილის სიმცირის გამო პრობლემა შეექმნა, მოგვმართოს, გამოსავალს ვიპოვით. ასე კი ქუჩა ბინძურდება, ნაგვის შეგროვების თანხას არ იხდიან, საჭიროზე მეტს არ ასუფთავებენ და კომფორტულ პირობებსაც ბოროტად გამოიყენებენ, ამისთვის პასუხი უნდა აგონ. ეს არის ჩვენი მენტალიტეტი, არ უნდათ რამდენიმე  თეთრის გადახდა. ჰგონიათ, რომ ქუჩაში ცოტა მეტ ფულს გამოიმუშავებენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ თუ ბაზრის სუფთა, აკურატული ტერიტორია გვექნება, მაშინ ხალხი აუცილებლად იქ წავა“, – აღნიშნავს მელქონ მაკარიანი.

ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვის პირველი დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს არსებული საქონლის კონფისკაცია და ჯარიმა ემუქრება.

მთავრობის გადაწყვეტილებით გარევაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. ახალქალაქში მოვაჭრეები 2022 წლის აგვისტოში გააფრთხილეს, რომ ვაჭრობის უფლება 15 სექტემბრამდე ექნებოდათ, მაგრამ ვადა 19 სექტემბრამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც მოვაჭრეებმა ნალბანდიანის ქუჩა დატოვეს.

15 სექტემბრიდან ახალქალაქში გარევაჭრობა აიკრძალება

ახალქალაქის ნალბანდიანის ქუჩა გარე ვაჭრობისგან გათავისუფლდა