ახალქალაქში, ნალბანდიანის ქუჩა მოვაჭრეებმა გაათავისუფლეს, მაგრამ ბაზარში ადგილი მხოლოდ ხუთმა ადამიანმა დაიკავა.

21 სექტემბერს, 11:00 საათზე Jnews-ი ახალქალაქს, ნალბანდიანის ქუჩას ესტურმა, რათა ენახა, გათავისუფლდა თუ არა იგი ქუჩის მოვაჭრეებისგან. ბევრი ჰყიდდა საქონელს მაღაზიიდან, რომელიც ადრევე ჰქონდათ, უბრალოდ საქონელი ქუჩაში გამოჰქონდათ.

Jnews-თან ინტერვიუში ვაჭრებმა, რომლებმაც გაყიდვა პირდაპირ მაღაზიიდან დაიწყეს, აცხადებენ, რომ კარგია, როცა ქუჩა თავისუფალია და მანქანები თავისუფლად მოძრაობენ. ხოლო კითხვას რატომ არ ვაჭრობდნენ აკრძალვამდე მაღაზიის გარეთ, პასუხს ვერ სცემენ.

nalbandyan1

ერთ-ერთი ხილის მოვაჭრე, რომელსაც მაღაზია არ აქვს, სახლის ავტოფარეხში გადავიდა. მისი თქმით, ქუჩაში, სინათლის ქვეშ, პროდუქტი ლამაზად გამოიყურებოდა, რაც მყიდველებს იზიდავდა.

ყველა ვაჭარი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ისინიც და მყიდველებიც შეეგუებიან ამას.

nalbandtan2

ჩამოსული ვაჭრები, რომლებიც ყოველთვის ნალბანდიანის ქუჩაზე იდგნენ, დღეს არც ქუჩაში იყვნენ და არც ბაზარში.

ბაზარი ისეთი შევსებული არ იყო, როგორაც ველოდით.

ახალქალაქის აგრარული ბაზრის დირექტორის არარატ საარიანის თქმით, ბაზარში ადგილი მხოლოდ ხუთმა ადამიანმა, ადგილობრივმა მოვაჭრეებმა დაიკავა და დღეს ბაზარში არც მივიდნენ.