15 მარტს დიდი მარხვის მიჩინქისას ჯავახეთის ბევრ ეკლესიაში “სომხური ქადის” ფესტივალი გაიმართა. ტრადიცია, რომელიც 2011 წლიდან გრძელდება, ერთ-ერთი საყვარელია მოსახლეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ქადის ფესტივალი არ შედგა, წელს ტრადიცია განახლდა. გაზაფხულის თბილმა ამინდმა ფესტივალის ახალქალაქში, სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში ჩატარებას ხელი შეუწყო და ხალხმრავლობაც იყო. სომხური სამოციქულო ეკლესიის მორწმუნეები მიჩინქს, ანუ დიდი მარხვის ნახევარს აღნიშნავენ. ეზოში სუფრა გაშალეს, სადაც სხვადასხვა პირებმა და ორგანიზაციებმა მათ მიერ სხვადასხვა შიგთავსით მომზადებული მარილიანი, ტკბილი, სამარხვო, ქადები მიიტანეს.
დღესასწაულის დასაწყისი ყოვლისშემძლესადმი ლოცვით აღინიშნა. სოფელ ვაჩიანის ანსამბლმა სომხური ხალხური ცეკვები შეასრილა. დიასახლისებმა, რომლებმაც ქადა მოამზადეს, ეკლესიისა და ეკლესიის ნათლიისგან საჩუქრები მიიღეს. ქადის დეგუსტაციის დაწყების შემდეგ ტრადიციული სომხური ნამცხვრებიც მიირთვეს.