ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 13 მარტს აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში პარკისა და ტრენაჟორების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.
აღმაშენებლის ქუჩაზე, პოლიციის შენობის წინ პარკის მოწყობაზე ტენდერის საწყისი ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 165 153 ლარს შეადგენს, ხოლო ამავე ადგილზე სატრენაჟოროს მოწყობაზე – 27 525 ლარი. საერთო ჯამში 192 678 ლარი მრავალსართულიან შენობებს შორის ბავშვებისა და მოზარდებისთვის სივრცის მოსაწყობად გამოიყო. განაცხადების მიღება 24 მარტს დასრულდება.
პარკის ბილიკები როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ველოსიპედებისთვის გამოიყოფა. მოედანი ორ ნაწილად გაიყოფა – სატრენაჟორო და საბავშვო. დამონტაჟდება სკამები და ნაგვის ურნები, განთავსდება ფარნები, გათვალისწინებულია სასმელი შადრევნებიც. უსაფრთხოების მიზნით მოედნის ნაწილი კაუჩუკით დაიფარება. ბავშვთა გასართობ ზონაში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული მრავალფუნქციური კლასიკური ატრაქციონი დამონტაჟდება.
ტრენაჟორებში ორადგილიანი საქანელები და ორი სასრიალოც შედის. მეორე ველზე სიმულატორები განთავსდება. გაზონის ტერიტორიის გამწვანებისთვის, ნიადაგის პროფილირებისთვის, ბალახის საფარის დათესვისა და დატკეპნისთვის ნაყოფიერი ნიადაგის დამატება და ნაძვისა და კოწახურის ბუჩქის დარგვაა დაგეგმილი. ეს მცენარეები გვალვისა და ყინვის მიმართ მდგრადია.
ამ ტერიტორიაზე არის დიდი მოედანი, სადაც ძველი საბჭოთა საქანელები და ტრენაჟორები იყო. გადაკეთდა სტადიონიც, სადაც ბავშვებს თამაში არ უნდათ, რადგან ძალიან დამტვერილია.
გატეხილი, დაგრეხილი საქანელა ზაფხულში და შემოდგომაზე მცენარეებში „იხრჩობა“. გასულ წელს ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა Jnews-თან ინტერვიუში თქვა, რომ მერია ამ ტერიტორიის ბავშვებისთვის სათამაშო მოედნად გადაქცევას გეგმავს. ორი წლის განმავლობაში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყობა. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსები ახალქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია, თუმცა მოსახლეობისთვის მაინც მცირედი გეთდება.
ახალქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ბავშვებისთვის გასართობი ადგილი არ არის