მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებში ბევრი ოჯახი ცხოვრობს, აქ ბავშვებისთვის სათამაშო და უსაფრთხო ადგილი არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს მომავალ წელს გადახედავს.

აღმაშენებლის მრავალსართულიანი შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე ოდესღაც იყო ადგილი, სადაც მშობლებს შვილები საქანელებზე მიჰყავდათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძველი და ჟანგიანი იყო, მაინც საქანელა იყო, ხოლო მოზარდები ფეხბურთს თამაშობდნენ. არის დიდი მოედანი, სადაც იყო ძველი საბჭოთა საქანელები და ტურნიკები, ამ მოედნის ნაწილი გადაკეთდა სტადიონად, სადაც ბავშვებს ახლა არ სურთ თამაში, რადგან მტვერია. გატეხილი, დაგრეხილი საქანელები მცენარეებში „დაიხრჩო“.

“არ გვიყვარს იქ თამაში, მიწა მტვრიანია, ყველაფერი ბალახშია. იქ თამაში უსაფრთხო არ არის, საფარი მოხსნეს, თუ წაიქცევი, ფეხებს, ხელებს მოიმტვრევ. ნორმალური სათამაშო მოედანი რომ იყოს, კარგი იქნებოდა, მე და ჩემს მეგობრებს არსად გვაქვს სათამაშო ადგილი”, – ამბობს აღმაშენებლის N18-ის მცხოვრები სპორტულ და საბავშვო მოედანზე.

stadion
Ploshadka

ადგილობრივების თქმით, აქ საჭიროა სათამაშო მოედანთან ერთად დასასვენებელი ადგილი, რადგან ქალაქის ცენტრი, სადაც პარკია, შორს არის.

“ამდენი ხალხი ცხოვრობს აქ, მაგრამ არ არის ადგილები, სადაც ბავშვები შეძლებენ თამაშს, ხოლო მშობლები სუფთა ჰაერზე დასხდომას. შეხედეთ, აქ სად დაჯდები? რა თქმა უნდა, ბავშვებს უწევთ იქ წასვლა, მაგრამ საქანელები უსაფრთხო არ არის. ფეხბურთის მოედანი კი პრაქტიკულად ბეტონია, რა თქმა უნდა მინდა გვქონდეს ნორმალური სათამაშო მოედანიც ბავშვებისთვის და უფროსებისთვის“, – ამბობს მე-4 სახლის მცხოვრები მარიანა მინასიანი.

Ploshadka 5

kacheli

უბნის გვერდით მდებარე სახლის მცხოვრები სატი მაკარიანი ამბობს, რომ ერთხელ ამ ადგილის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს, ხეც კი დარგეს, მაგრამ დღესაც ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ფოტოზეა.

„ეს ადგილი უნდა შემოიღობოს, რომ მაწანწალა ძაღლები იქ არ შევიდნენ. იმისთვის, რომ ადგილი ბავშვებისთვის უსაფრთხო ყოფილიყო, ვეცადეთ მოგვეწესრიგებინა ეს ადგილი, ხეც კი დავრგეთ. მაგრამ მერე რა მოხდა, არ ვიცი. ბევრი ბავშვია, მეზობელი კორპუსებიდანაც მოდიან ბავშვები სათამაშოდ“, – ამბობს სატი.

როგორც ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა გვითხრა, მინი სტადიონის რეაბილიტაცია წლეულს იგეგმებოდა, თუმცა ერთ-ერთი სახლის მცხოვრებლებმა საჩივარი დაწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ სტადიონზე ყვირილია და უხამსი სიტყვები ისმის. უახლოესი სახლის მცხოვრებლებმა სთხოვეს  სტადიონის რეაბილიტაცია არ განეხორციელებინათ.

„სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის თანხა გვქონდა გამოყოფილი. მათ შორის იყო ეს სტადიონი. მაგრამ მივიღეთ განცხადება მცხოვრებლებისგან, მოვიდა 10-15 ადამიანი, გვითხრეს, – გთხოვთ, ეს სტადიონი არ აღადგინოთო. ოფიციალური განცხადებით მოგვმართეს. რადგან, როცა სტადიონი კარგ მდგომარეობაში იყო, ხმაური იყო და გარდა ამისა, სათამაშოდ მოდიოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უხამს სიტყვებს იყენებდნენ, ამიტომ გადაწყდა, რომ სტადიონის რეაბილიტაცია არ მომხდარიყო“, – განმარტა ახალქალაქის მერმა.

Ploshadka 6

სტადიონის ნაცვლად, სავარაუდოდ, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

„რაც შეეხება სათამაშო მოედანს, აუცილებელია ახალი პროექტის გაკეთება, ამისთვის ჯერ დრო არ გვქონდა, წელს თუ მოვახერხეთ, დავგეგმავთ, თუ არა, შემდეგ წელს. შევისწავლე ტერიტორია, შეიძლება მინი სტადიონის დატოვება კი არა, არამედ ადგილის მოწყობა, სადაც ადამიანები შვილებთან ერთად დაისვენებენ”, – ამბობს მელქონ მაკარიანი.