ჯავახეთის დაცული ტერიტორიები სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში აიტვირთა, რომლის წყალობითაც მათი მონახულება გაადვილდა.

მობილურ აპლიკაციაში მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და ის ტერიტორიებია წარმოდგენილი, რომლებიც დაცული ტერიტორიების სიაში შედის: ძველი ციხესიმაგრეები, მუზეუმები, ისტორიული ხიდები, რესტორნები და სხვ. ტურისტებისთვის მისასვლელი გზა ბევრად გამარტივებულია, რათა არ დაიკარგოს. მობილური აპლიკაცია თითოეული დაცული ტერიტორიის ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს მოიცავს.

თავდაპირველ ვერსიაში მხოლოდ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლები, ალგეთის ეროვნული პარკი და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები იყო წარმოდგენილი.

ახლა სამცხე-ჯავახეთის გარდა, ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია დაემატა.

აპლიკაცია ორ ენაზე ფუნქციონირებს: ქართულად და ინგლისურად. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android-ზე, ისე iOS-ზე.

შეგიძლიათ გაეცნოთ:

აპლიკაცია, რომელიც ტურისტს ჯავახეთში მოგზაურობას გაუადვილებს

ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორია გაფართოვდა