ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში უკვე, აბულის მთა, ფარავნისა და საღამოს ტბები შევიდა .

ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორის, თამაზ მეტრეველის თქმით, ამ ტერიტორიების ეროვნულ პარკში ჩართვა დაიცავს, როგორც ფრინველებს, ასევე თევზის სახეობებს.

ეროვნული პარკის ტერიტორია 2021 წლის 1-ლი იანვრიდან გაფართოვდა.

”ეს მნიშვნელოვანია გადამფრენი ფრინველებისთვის, როგორც სხვა ტბებზე, ასევე ამ ტბებზე, ჩიტები ჩერდებიან, ისვენებენ და იკვებებიან. ისინი ძირითადად ჩვენს პარკში შემოდიან გაზაფხულზე და შემოდგომით. არსებობს ფრინველის სახეობები, რომლებიც მხოლოდ ტბების გაყინვის დროს მიგრირებენ”, – ამბობს მეტრეველი.

ფარავნის ტბა დაცული ტერიტორიების ჩამონათვალში შევა

რაც შეეხება თევზაობას, როგორც თამაზ მეტრეველი ამბობს, ტრადიციული თევზაობა არ არის აკრძალული, ასევე არ არის აკრძალული სამოყვარულო და სპორტული თევზაობა.

”რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს რეგლამენტი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. აი, მაგალითად, სათევზაო ბადის ზომა. მე მქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, არანაირი კონფლიქტური სიტუაცია არ ყოფილა, პირიქით, მათი მხრიდან იდეებიც გამოითქვა. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა მომავალში ქსელის გაზრდა. ეს კარგია ყველასთვის, რადგან პატარა ზომის თევზის დაჭერა შეუძლებელი იქნება, შესაბამისად, თევზის რაოდენობა გაიზრდება“, – თქვა თამაზ მეტრეველმა.

მადათაფას ტბის მისტიკა და შესანიშნაობა(Photo)

მადათაფის ტბის რეინჯერი გაგიკ მარკოსიანი ამბობს, რომ ის ახალ დაცულ ტერიტორიებსაც აკვირდება.

”ჩვენ ახალ ტერიტორიებზე ახალი მომუშავეები გვყავს, მცოდნე ხალხი. ყველაფერი გაკეთდა ხალხის სურვილის შესაბამისად. ეს იმისთვის კეთდება, რომ იკრომეტანიის დროს თევზჭერა არ დაუშვან, დანარჩენი დრო ადამიანებმა, კვლავ გამოიყენონ. რა თქმა უნდა, არსებობს ბადეების სტანდარტები, ბადის ზომა უნდა იყოს დიდი, რომ დიდი თევზები დაიჭირონ, ხოლო პატარები- გამრავლდნენ. თუკი ორი წლის განმავლობაში ნორმალური სამუშაოები ჩატარდება, როგორც ბუნების, ასევე, ადამიანების მდგომარეობა იქნება ნორმალური. ჩვენ უნდა ვაცნობოთ ხალხს, რომ იცოდნენ ამ ყველაფრის შესაძლებლობის შესახებ”,- აღნიშნავს რეინჯერი გაგიკ მარკოსიანი.

ამჟამად ჯავახეთის ეროვნული პარკის მთელი ტერიტორია 24 181 ჰექტარს შეადგენს.