ყოველთვიური სოციალური შეღავათები საქართველოში გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებსაც ან შესაბამისი სოციალური ქულები აქვთ, ან ობლები არიან. Jnews-ი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

შშმ პირები

შშმ პირები ყოველთვიურ ფულად დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიიდან მიიღებენ.

შემწეობა ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ცენტრში წარადგინეს.

შშმ პირის სტატუსის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც გამოკვლევა და ან ავადობის შესახებ ექიმის დასკვნა აქვთ. პირმა ეს დასკვნა ახალქალაქის საავადმყოფოს სამედიცინო ექსპერტიზის კომისიას უნდა წარუდგინოს.

ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო გამოკვლევა კლინიკური დასკვნის მიხედვით ინვალიდობის კატეგორიას ანიჭებს. კლინიკური დასკვნის გაცემა მხოლოდ იმ კლინიკას შეუძლია, რომელშიც პირი სრულ გამოკვლევას გადის.

  • პირველი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 408 ლარს იღებენ, საიდანაც 340 ლარი საბაზისო შემწეობაა, ხოლო 68 ლარი მაღალმთიან რაიონში მცხოვრებთათვის 20%-იანი დამატებაა
  • მეორე კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 210 ლარს იღებენ, საიდანაც 175 ლარი ძირითადი შემწეობაა, 35 ლარი კი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებებს ემატებათ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, უნდა გადაწყვიტონ გააგრძელებენ სოციალური დახმარების მიღებას თუ ასაკობრივი პენსიას აიღებენ. პენსიისა და შემწეობის ერთდროულად მიღება არ შეუძლიათ.

ობლები

ცალმხრივი ობლები ყოველთვიურად 120 ლარს იღებენ. ძირითადი შემწეობის 100 ლარს 20%-იანი მაღალმთიანობის შემწეობაც ემატება.

ორმხრივი ობლები 180 ლარს იღებენ – საბაზისო შემწეობას 150 ლარს მაღალმთიანობის შემწეობის 20%-იანი ემატება

სოციალური ქულების სარგებელი

სოციალური დახმარება ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც 0-დან 120 000 ქულამდე აქვთ. სოციალური დახმარების ოდენობა ქულებზეა დამოკიდებული. რაც უფრო დაბალია ქულა, მით მეტ სოციალურად დახმარებას იღებს ადამიანი/ოჯახი.

ოჯახის/პიროვნების სოციალური უზრუნველყოფის ხარისხის ამსახველი სოციალური ქულების მიღება სოციალური დახმარების სააგენტოს ახალქალაქის ცენტრში სააპლიკაციო ფორმის შევსებითაა შესაძლებელი. ერთი თვის განმავლობაში კი სოციალური აგენტი განმცხადებლის სახლში მიდის და განმცხადებლის პასუხებიდან გამომდინარე ფორმას ავსებს. მონაცემები საბოლოოდ პროგრამაში შედის და ის განსაზღვრავს ქულებს.

  • თუ ოჯახს/ადამიანს 0-დან 35 000-მდე ქულა აქვს, ოჯახის თითოეული წევრი 60 ლარს, 16 წლამდე ბავშვები კი 150 ლარს იღებენ
  • თუ სოციალური ქულა 35 000-დან 57 000-მდეა,  ოჯახის თითოეული წევრი 50 ლარს, ბავშვები კი 150 ლარს იღებენ
  • თუ სოციალური ქულა 57 000-დან 65 000-მდეა, ოჯახის თითოეული წევრი 40 ლარს, ბავშვები კი 150 ლარს იღებენ
  • თუ ქულები 65 000-დან 120 000-მდე მერყეობს, მხოლოდ 16 წლამდე ბავშვები იღებენ სოციალურ დახმარებას – თითოეულს 150 ლარი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ მცხოვრებლებს შეუძლიათ მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პაკეტით ისარგებლონ, რომელიც ძირითადად ერთჯერად შემწეობას, სამედიცინო და საგანმანათლებლო დახმარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ Jnews-ის მასალაში წაიკითხოთ.

ვის შეუძლია ახალქალაქში 2023 წელს სოციალური დახმარება მიიღოს