ახალქალაქის მერიის სოციალური პაკეტიდან დახმარების მიღება მხოლოდ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, კონკრეტული სტატუსის მქონე მოსახლეობას  შეუძლია.

ვის და რა ოდენობით შეუძლია სოციალური პაკეტიდან ფინანსური დახმარება მიიღოს:

სოციალური მკურნალობის შემწეობა:

    1. თუ პირის სოციალური ქულა 0-დან 100 000-მდეა, იგი სოციალურად დაუცველად ითვლება და მკურნალობის 50%-იანი დახმარებას მიიღებს – არაუმეტეს 1 500 ლარისა.
    2. თუ ოჯახს სოციალური ქულები არა აქვს, მაგრამ ოჯახში შშმ ბავშვია, მკურნალობის თანხის 100%-ს მიიღებენ – არაუმეტეს 1 500 ლარისა. ბავშვს უნდა ჰქონდეს სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ინვალიდობის ოფიციალური სტატუსი.

ახალშობილები

მშობლებს უფლება აქვთ 12 თვის ვადაში ერთჯერადი დახმარების მისაღებად მერიის სოციალურ სამსახურს მიმართონ.

      • 1-ლი და მე-2 შვილის დაბადება – თითო 250 ლარი
      • მე-3 შვილის დაბადება – 500 ლარი
      • მე-4 შვილი – 800 ლარი
      • მე-4 შვილის შემდეგ ყოველ მომდევნო შვილზე შემწეობის ოდენობა 300 ლარით იზრდება

სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი დახმარება

0-დან 100 000-მდე ქულების მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები 200-დან 1 500 ლარამდე დახმარებას მიიღებენ.

ასეთ ოჯახში თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე დამატებით 100 ლარია გამოყოფილი.

მრავალშვილიანი ოჯახები

18 წლამდე 4 და მეტ შვილიანი ოჯახი მრავალშვილიანად ითვლება.

მრავალშვილიანი ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა 4 ბავშვზე 400 ლარია, 5 ბავშვზე კი 500 ლარი; თითოეულ ბავშვზე 100 ლარი. დახმარება ერთჯერადია.

სოციალური დახმარების მიღება შშმ პირებსაც შეუძლიათ. თუმცა ოდენობა განსხვავებულია, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მერიას მიმართოთ.

სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან

თუ მრავალშვილიან ოჯახში სტუდენტია, მაშინ განმცხადებელს შეუძლია სწავლის საფასურის 50% მიიღოს – მაქსიმუმ 1 000 ლარი. განათლება ფინანსდება არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ კოლეჯებშიც. მოსწავლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. ამასთან, სტუდენტი სამთავრობო პროგრამებზე არ უნდა ჩაირიცხოს. ამ დახმარებით ისარგებლებენ მარტოხელა მშობლის სტუდენტი შვილები და ობლები. წელს პირველად დაფინანსებული სტუდენტების სიაში 27 წლამდე ასაკის სტუდენტები მოხვდნენ, რომელთაც მარტოხელა მშობლები ჰყავთ. ისინი სწავლის საფასურის 50%-ს მიიღებენ.

სამხატვრო და მუსიკალურ სკოლაში უფასოდ სოციალური ქულების მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები, ობლები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შშმ ბავშვები ისწავლიან.

მედიკამენტები
მედიკამენტების შესაძენად ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, რომელთა სოციალური ქულა 0-დან 100 000-მდეა და მედიკამენტების ღირებულების 50%-ი დაუფინანსდებათ – არაუმეტეს 600 ლარი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების ღირებულება 100%-ით ანაზღაურდება – არაუმეტეს 1 000 ლარი. თუ შშმ პირმა სრულწლოვანია და პირველ და მეორე კატეგორიებში შედის, მედიკამენტების ღირებულება 50%-ით ანაზღაურდება – არაუმეტეს 600 ლარი.

დახმარება ონკოლოგიის შემთხვევაში

თუ ადამიანს კიბო დაუდასტურდა, მედიკამენტების საფასურის 50%-ს მიიღებს – არაუმეტეს 1 000 ლარი წელიწადში.

ონკოლოგიური პაციენტი წელიწადში 1 500 ლარს მკურნალობისთვის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ იღებს.

ოპერაციის დროს

თუ ოპერირებულ პირს სოციალური ქულები აქვს, მაშინ მას გადახდილი თანხის 70% უბრუნდება – 1 500 ლარი. სოციალური ქულების არქონის შემთხვევაშიც დაფინანსების მიღება შესაძლებელია თუ ოპერაციის ღირებულება 800 ლარს არ აღემატება. თუ ოპერაციის ღირებულება 5 000 ლარია და პირს სოციალური ქულები არ აქვს, მაშინ იგი 1 500 ლარს (30%) მიიღებს. თუ პირის ოპერაციას 10 000 ლარზე მეტი დასჭირდა, მერია მაქსიმუმ 2 000 ლარით დაეხმარება.

შშმ ბავშვის ოპერაცია 100%-მდე ფინანსდება – მაქსიმუმ 1 500 ლარი.

პლასტიკური ოპერაციები სოციალური პაკეტით არ ფინანსდება.

საბინაო პირობები

სოციალური ქულების მქონე პირებს შეუძლიათ ფინანსური დახმარება საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლადაც მიიღონ – წელიწადში მაქსიმუმ 1500 ლარი.

შშმ პირებს შეუძლიათ ერთჯერადი დახმარება მიიღონ

1-ლი კატეგორია – 500 ლარი,
მე-2 კატეგორია – 200 ლარი
მე-3 კატეგორია – 100 ლარი

შშმ ბავშვები 500 ლარს იღებენ.

ობოლ ბავშვებს შეუძლიათ 500 ლარი მიიღონ.

C ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით დაავადებულები 500 ლარს მიიღებენ. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პაციენტებს ერთდროულად 2 000 ლარს მიიღებენ.
100 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს 500 ლარი გადაეცემათ.

აღნიშნული დახმარების მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი. მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტით ბინადრობის მოწმობის მქონე პირები ვერ სარგებლობენ.