რეგულარულ რუბრიკაში “რჩევები სპეციალისტისგან” სტომატოლოგი ლევონ ბიჩახჩიანი გეტყვით, თუ როგორ უნდა იზრუნოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე, რომელი საკვებია ყველაზე საზიანო კბილებისთვის, როგორ ავირჩიოთ სწორი კბილის ჯაგრისი და სხვა.
მისი რეკომენდაციები:
– რეგულარულად გაიწმინდეთ პირის ღრუ – არა მარტო კბილები, არამედ ლოყების და ენის ზედაპირიც, რადგან აქაც გროვდება მრავალი ბაქტერია. პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის დროს ჩნდება კარიესი, რომელიც მინანქარს აზიანებსდა ნერვების ანთებას იწვევს;
– თავი შეიკავოთ ზედმეტად ტკბილი, მარილიანი და ცხარე საკვებისგან, აგრეთვე, ფერადი სასმელების ხშირი მოხმარებისგან, რომლებიც კბილის მინანქარს აზიანებენ;
– თუ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული პრობლემა, როგორიცაა ღრძილების დაავადება, უნდა გამოიყენოთ საშუალო სიმკვრივის კბილის ჯაგრისები. გარკვეული დაავადებების არსებობისას თქვენი სტომატოლოგი შესაფერის ჯაგრისს დაგინიშნავთ;
– კბილის ჯაგრისები პირის ღრუსა და კბილების შეხების წერტილებს ყოველთვის სრულად ვერ წმენდენ, ამიტომ ლევონი კბილის ძაფის გამოყენებას გვირჩევს, რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.