ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ხახუბია გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ნახეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
წყარო: 1Tv.ge