კოოპერატივმა „მზიურმა“ საკუთარი პროდუქციის გასაყიდად ჯავახეთის ქუჩაზე რძის პროდუქტების მაღაზია გახსნა, მაგრამ სანამ მაღაზია მყიდველს მოიზიდავდა, ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო და მაღაზიამდე მისვლა გართულდა. სამუშაოები ორი წელია მიმდინარეობს, მომხმარებლები მაღაზიაში არ დადიან და წარმოებაც შემცირდა.

კოოპერატივმა „მზიურმა“ ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში LAG-ის – ადგილობრივი განვითარების ჯგუფის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და კოოპერატივის მაღაზიის მშენებლობისთვის გრანტი მოიპოვა, თუმცა უკვე ორი წელია ამავე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. კოოპერატივი „მზიურის“ თავმჯდომარის, მაქსიმ გილოიანის თქმით, ამან ბიზნესს მძიმე დარტყმა მიაყენა. მაღაზია 2019 წელს აშენდა და მხოლოდ ერთი წელი იმუშავა

კოოპერატივის მაღაზიის მშენებლობის პროექტი 75 000 ლარი დაჯდა, რომელშიც 25% კოოპერატივის შენატანია, დანარჩენი ნაწილი კი LAG-ის გრანტია. გილოიანის განცხადებით, გრანტის გარეშე ვერ გაფართოვდებოდნენ, რადგან ყველის წარმოება იმდენად მომგებიანი არ არის, რომ მაღაზია აშენდეს.

„მომხმარებელი მაღაზიამდე ვერანაირი გზით ვერ მოდის, რადგან ქუჩა დანგრეულია. გამყიდველიც არაფრისთვის დავიქირავე – ვაჭრობა არ იყო. მაღაზია ავაშენე, რათა ჩემი პროდუქცია გამეყიდა, მაგრამ უშედეგოდ. გზის გამო ჩემი საქმე ვერ ვითარდება. მაღაზიაში ყოველთვის მქონდა ჩემი ხაჭო, არაჟანი და ეს ყველამ იცოდა, მოდიოდნენ. მაგრამ ეს პროდუქტები დიდხანს არ ინახება და მალფუჭებადია“, – განმარტავს მაქსიმ გილოიანი.

როდესაც კოოპერატივში ნახეს, რომ მაღაზია შედეგს არ იძლეოდა, რძის პროდუქტების წარმოება შეამცირეს და მაღაზიას მხოლოდ ყველი დარჩა.

კოოპერატივი „მზიური“ 2009 წელს შეიქმნა. ყველის წარმოებისთვის კოოპერატივი რძეს ძირითადად სოფელ ბავრას მცხოვრებლებისგან ყიდულობს. ზაფხულში დღეში 600-700 ლიტრ რძეს ამუშავებდნენ, ახლა კი ნაკლებს – 200 ლიტრი ყოველ სამ დღეში. 1 ლიტრ რძეს 1,8 ლარად ყიდულობენ. ყველის სახეობებიდან აწარმოებენ სულგუნს, შებოლილსა და ჩეჩილს.

giloyan panir

მაქსიმ გილოიანის თქმით, ყველის რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ, საქონელს ახალქალაქში რესტორნებსა და მაღაზიებში ყიდიან. ხშირად ნაცნობების წრეშიც, რადგან მათთვის ყველის გემო ნაცნობია.

ჯავახეთის ქუჩა ჭუჭყიან წყალში დაიხრჩო
ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლები მხარეებს შორის უთანხმოების გამო ზარალდებიან