წლის ბოლოს ახალქალაქის მერიამ გამოაცხადა დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრაციის, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების, ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის ტენდერი.
აღნიშნულ მომსახურებაზე ტენდერი 18 ოქტომბერს 17:34 საათზე 22 033 ლარის ოდენობით გამოცხადდა.
ტენდერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ჰუმანურ დაჭერას, მათ თავშესაფარში გადაყვანას ითვალისწინებს, სადაც მოხდება მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია და დასამარხად გადაყვანა.
31 დეკემბრამდე 140 მაწანწალა ძაღლი უნდა დაიჭირონ. პროცედურების გავლის შემდეგ, ძაღლები იქნებიან იდენტიფიცირებულნი და ახალქალაქში დაბრუნდებიან.
ვინ განახორციელებს ამ სამუშაოებს, ჯერჯერობით უცნობია, ტენდერი ღიაა, განაცხადები ჯერ კიდევ მიიღება.
მაწანწალა ძაღლების პრობლემა ახალქალაქში წლის დასაწყისიდან აქტუალურია, რადგან ამ პერიოდში იწყებენ გამრავლებას. ამ ხნის განმავლობაში ახალქალაქში ადამიანებზე ძაღლების თავდასხმის 72 შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ტენდერის გამოცხადებას აპირებდნენ, თუმცა მხოლოდ წლის ბოლოს შეძლეს ეს.
ადამიანებზე ცხოველთა თავდასხმის 75 შემთხვევა დაფიქსირდა
ქუჩის ძაღლები ქალაქის მცხოვრებლებს თავს ესხმიან
ახალქალაქში მაწანწალა ძაღლები დახოცეს