წლის დასაწყისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქში ადამიანებზე ცხოველთა თავდასხმის 75 შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესი ძაღლთა თავდასხმებია, როგორც შინაურის, ისე უსახლკაროსი.
9 ოქტომბერს, დილის 8:30 საათზე, აღმაშენებლის ქუჩაზე, ელენა ფიგელის პარკთან, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრები ეზოში გავიდა, როდესაც მაწანწალა ძაღლმა უკბინა. ძაღლს პატრონი არ ჰყავს, მაგრამ ამ სახლის მცხოვრებლები უვლიან. ამის მიუხედავად, მაწანწალა ძაღლი უკვე რამდენჯერმე დაესხა თავს მოსახლეობას. მცხოვრებლებს ეშინიათ, თუმცა კბენის შემთხვევაში ყველა საავადმყოფოში არ მიდის.
9 ოქტომბრის დილას დაზარალებული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე ნაკერი და ინექცია გაუკეთეს, ახლა თავს კარგად გრძნობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ძაღლის ნაკბენის შემთხვევაში მოსახლეობა საავადმყოფოში მიდის, სადაც დაზარალებულები სამედიცინო დახმარებას ღებულობენ, ისინი კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში სასწრაფოდ გზავნიან შეტყობინებას. 75 თავდასხმიდან ერთი ვირთხის იყო, ორი – კატის, დანარჩენი – ძაღლების.
2022 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 26 000 ლარი მაწანწალა ძაღლების დაჭერისა და სტერილიზაციისთვის გამოყო, თუმცა ტენდერი არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, ტენდერი უახლოეს მომავალში გაიმართებოდა. დაფიქსირდა მაწანწალა ძაღლების ცეცხსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტებიც. მართალია, მაწანწალა ძაღლების პრობლემას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად განიხილავენ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.