ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე სარემონტო სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიხედვით, გზის სარემონტო სამუშაოები 2022 წლის 30 აგვისტოს უნდა დასრულდეს, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.

სოფელ ვაჩიანთან, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მუდმივად გროვდებოდა წვიმის წყალი, ხიდი შენდება, რათა წყლის დაგუბება თავიდან იქნას აცილებული.

kamurj

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია «ჯავახავტოგზა» ახორციელებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 2 126 281 ლარად გაფორმდა. ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კილომეტრიანი მონაკვეთი გარემონტდება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანა მოძრაობს.